ჯანსუღ ჩარკვიანის დაკრძალვაზე ინციდენტი მოხდა
ქართველი პოეტის, ჯანსუღ ჩარკვიანის დაკრძალვაზე ინციდენტი მოხდა. მაშინ, როდესაც ოჯახი, ცნობილი ადამიანები და ხელისუფლების წარმომადგენლები ჯანსუღ ჩარკვიანს ემშვიდობებოდნენ, მთაწმინდის პანთეონში ეროვნულ-განმთავისუფლებელი მოძრაობის წევრებმა აქცია მოაწყვეს.
აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ, რომ მთაწმინდის პანთეონიდან სტალინის დედა კეკე, რუსი მწერალი ალექსანდრე გრიბოედოვი და მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი გადაასვენონ. მათთვის ასევე მიუღებელი აღმოჩნდა, რომ ჯანსუღ ჩარკვიანს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავდნენ.
აქციას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. დაცვის სამსახურმა დემონსტრანტები პანთეონის ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.
დღესვე ქართველი პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. მთაწმინდის პანთეონში იმყოფებოდა საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი, მეუღლესთან ერთად.
დღესვე სამების საკათედრო ტაძარში ჯანსუღ ჩარკვიანის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. 14:00 საათზე ქართველ მწერალი ტაძრიდან გამოასვენეს.
ჯანსუღ ჩარკვიანი 6 ნოემბერს დილით გარდაიცვალა. 86 წლის ქართველი პოეტი 12 აგვისტოს ინსულტის დიაგნოზით რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.
წყარო: imedinews.ge
კომენტარი