სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა შეიძლება გამოიწვიოს „კავკასუს ონლაინისთვის“ ავტორიზაციის შეჩერებამ საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში

კომუნიკაციების კომისია კომპანია „კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას 25 ივნისს მიიღებს.

საქმე ეხება კომისიის თანხმობის გარეშე, კომპანიის წილის გასხვისებას. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, GNCC-ში კავკასუს ონლაინის" შესახებ საქმის წარმოება მიმდინარეობდა, რაც კომპანიაში მესაკუთრეთა ცვლილების კომისიისთვის შეუტყობინებლობას უკავშირდებოდა. კანონმდებლობის მიხედვით, კომისიის თანხმობა იყო საჭირო იმისთვის, რათა მესაკუთრეთა რიგებში ასეთი ცვლილება განხორციელებულიყო.

საბოლოოდ, 2020 წლის 12 მარტს GNCC-იმ კავკასუს ონლაინის" 270,000 ლარით დაჯარიმების გადაწყვეტილება მიიღო. მესაკუთრეთა ცვლილებამდე, კავკასუს ონლაინის" 100%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია იყო. ამჟამად კი მისი წილი 51%-ს შეადგენს.

კავკასუს ონლაინის" მთავარ აქტივს 1,200-კილომეტრიანი წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი წარმოადგენს. აღნიშნული მაგისტრალი ქვეყნის გლობალურ ინტერნეტთან წვდომის ერთ-ერთი მთავარი არხია.

როგორც კომპანიაში აცხადებენ: „მეწილე კომპანიები დაფუძნებულები არიან სხვა ქვეყნის იურისდიქციაში და კავკასუს ონლაინის ხელმძღვანელობას ბუნებრივია, არ აქვს ინფორმაცია სხვა ქვეყანაში წილების გასხვისების შესახებ. შესაბამისად, ვერ შეძლებდა კომისიისთვის შეტყობინებას. 2019 წლის 5 აგვისტოს, როცა კომუნიკაციების კომისიამ ოფიციალურად მოგვთხოვა გაგვეახლებინა ინფორმაცია აქციონერების შესახებ, ჩვენი დამფუძნებელი კომპანიების შეტყობინების გზით იმავე თვეს მივაწოდეთ კომისიას ინფორმაცია, რის საფუძველზეც კომუნიკაციების კომისიამ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ჩვენი სანქცირების შესახებ.

აქვე მოგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისის 2016 წლის ბრძანება, რომელიც ავალდებულებდა კავკასუს ონლაინსწილების გასხვისებამდე ეცნობებინა რეგულატორისთვის ამის შესახებ, გასაჩივრებული აქვს სასამართლოში. რამდენიმე წლის წინ კავკასუს ონლაინმა" საკუთარი საცალო ქსელის მაგთიზე" რეალიზება მოახდინა, თუმცა ის ინტერნეტის საბითუმო ბაზარზე კვლავ წამყვან მოთამაშედ რჩება.

რა შეიძლება გამოიწვიოს „კავკასუს ონლაინისთვის“ ავტორიზაციის შეჩერებამ საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში? ამ კითხვაზე პასუხი საკმაოდ არაკეთილსაიმედოა. თუკი კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ავტორიზაცია შეუჩერა კავკასუს ონლაინს” და რკინიგზის ტელეკომს”, საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ინტერნეტის გარეშე დარჩენის საფრთხე ემუქრება, ვინაიდან სწორედ კავკასუსი” აწვდის საცალო ქსელში მოქმედი ინტერნეტპროვაიდერების უდიდეს ნაწილს ინტერნეტს. ხოლო სხვა საბითუმო პროვაიდერები რთული წარმოსადგენია, რომ სრულად შეძლებენ მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100