თბილისის მუზეუმების გაერთიანება საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, 14:00 სთ.-ზე გელოდებათ ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას დაბადების დღესთან დაკავშირებულ გამოფენაზე „წერილები ციმბირიდან“
მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი 26 მაისს ტრადიციულად აღნიშნავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეს. საექსპოზიციო სივრცეში წარმოდგენილი იქნება მუზეუმში დაცული მერაბ კოსტავას ათწლიანი ციმბირული გადასახლების პერიოდის ეპისტოლარული ფონდის ნაწილი - პირადი წერილები, ამონარიდები და საგულისხმო ნაწყვეტები. ექსპოზიციის პარალელურად, მუზეუმის ისტორიულ ეზოში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სოლიკო ვირსალაძის სახელობის N1 სამხატვრო ხელოვნების სკოლის მოსწავლეთა თემატური გამოფენა მოეწყობა.
მისამართი: თბილისი, ზანდუკელის 1
დამატებითი ინფორმაციისათვის: (+995) 593724548 კიტი იოსელიანი
თბილისის მუზეუმების გაერთიანების საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
კომენტარი