სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„მწვანე ბუდაპეშტის“ მობინადრეების პირველი შთაბეჭდილებები

„ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა“; საერთაშორისო სამშენებლო კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენმა“ საქართველოში განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტის - საცხოვრებელი კომპელექსი „მწვანე ბუდაპეშტის“ ბინების ჩაბარების ეტაპი დაიწყო.

საცხოვრებელი კომპლექსი „მწვანე ბუდაპეშტი“ 11 700 კვ. მეტრზეა გაშენებული. მობინადრეებს კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენი“ ევროსტანდარტის ბინებს სრული რემონტით, აბაზანის გარნიტურით, სამზარეულოს ავეჯითა და ჩაშენებული ტექნიკით ჩააბარებს. მშენებლობა უახლესი, ეკოლოგიურად სუფთა მასალებით შესრულდა.

მაისიდან კომპლექსში პირველი ეტაპი - ბინების შემოწმების დაიწყო, რომლის ფარგლებშიც მობინადრეები თავიანთ დასრულებულ ბინებს ნახულობენ და აფასებენ.

კომპლექსის მომავალი მობინადრეები კომპანიის მიერ პირნათლად შესრულებულ ვალდებულებებზე საუბრისას კმაყოფილებას არ მალავენ.
„დავათვალიერე ბინა. ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა, ძალიან კმაყოფილი ვარ განხორციელებული სამუშაოებით, რისთვისაც მადლობას ვუხდი კომპანიის თითოეულ წევრს", - აღნიშნავს კომპლექსის ერთ-ერთი მობინადრე ნინო ბენდელიანი.

„ძალიან დიდი მადლობა თქვენს კომპანიას ასეთი ხარისხიანი მშენებლობისთვის. ძალიან კმაყოფილი ვარ ყველა მომსახურე პერსონალის თბილი და ყურადღებიანი მოპყრობით. ნამდვილი კვალიფიკაციური კადრებით ხართ დაკომპლექტებული. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და წარმატებებს გისურვებთ ახალი პროექტის განხორციელებაში“, - ამბობს კიდევ ერთი მობინადრე მაია ქელბაქიანი.

აგვისტოდან „მწვანე ბუდაპეშტში“ მეორე ეტაპი დაიწყება. კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, მეორე ეტაპის ფარგლებში მობინადრეებს ბინებში ავეჯის მიტანა და ინტერიერის საკუთარი გემოვნებით მოწყობა შეუძლია. სექტემბრიდან კი კომპლექსის მობინადრეები შეძლებენ საცხოვრებლად გადმოსვლას.
„სერვისის დეპარტამენტს გაყიდვების გუნდიდან რამდენიმე თვის წინ შემოვუერთდი. ბედნიერი ვარ, რომ კმაყოფილი მომხმარებლების შეფასებებს ვისმენ. „მაქრო ქონსთრაქშენის“ მიზანი სწორედ ის არის, რომ თითოეული მობინადრე კმაყოფილი იყოს ჩვენს მიერ ჩაბარებული ბინების ხარისხითა და შესრულებული დაპირებებით. შეიძლება ითქვას, რომ მიზანი მიღწეულია“, - აღნიშნავს „მწვანე ბუდაპეშტის“ სერვისის მენეჯერი გიორგი ჟღენტი.

ქალაქის ცენტრში, გამწვანებულ და ჯანსაღ გარემოში მდებარე „მწვანე ბუდაპეშტი“ ევროსტანდარტებით გარემოტებული ბინების გარდა, მომხმარებელს მრავალპროფილიან ინფრასტრუქტურას, გამწვანებულ ზონას, კალათბურთის მოედანს, გარე და შიდა ფიტნესს, ბავშვთა მოვლის ცენტრს, ღია და დახურული ავტოსადგომებს სთვაზობს.

„მაქრო ქონსთრაქშენი“ კვლავაც აგრძელებს გამორჩეული პროექტების განხორციელებას და კიდევ მრავალჯერ გაახარებს თავის მომხმარებელს.

https://greenbudapest.ge/ka/testimonials
წყარო: IPN

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100