ბიონსეს ქმარი 3 ცნობილ ლამაზმანთან ღალატობდა
„კამერების წინ და სცენაზე მუდმივად მომღიმარი ბიონსე გულში უკვე დიდი ხანია რაც ტკივილს მალავს“ - ამ შინაარსის სტატიებმა უცხოური მედია ფაქტიურად ააფეთქა.
ჯეიზის ღალატის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ ვარსკვლლავური ცოლ-ქმრის ფანები შოკში ჩააგდო.
საბრალო ბიონსე წლების განმავლობაში ლამის ჭკუიდან იშლებოდა, თუმცა ცდილობდა ყოფილიყო ძლიერი და გადაერჩინა ქორწინება, თუმცა ბოლოს მაინც გამოთქვა საკუთარი დარდი და ეს სიმღერის საშუალებით გააკეთა. ახალ ალბომში პოპ-დივა ყვება იმის შესახებ თუ როგორ უკლავდა გულს ქმრის ღალატი.
ბიონსეს გულწრფელი სიმღერის გამოსვლის შემდეგ მედიამ ჯეიზის საყვარლის ვინაობის გარკვევა სცადა და გაირკვა, რომ ამ სტატუსს მხოლოდ ერთი ქალი არ ატარებდა.
რეპერისა და პროდიუსერის პირველი საყვარელი დიზაინერი რეიჩელ როი გახლდათ. გარდა ამისა მას რომანი ჰქონდა მომღერარ რიტა ორასთაან და რიჰანასთან.
კომენტარი