
ყველაზე შორს დედამიწიდან
ასტრონომებმა დედამიწიდან ყველაზე შორს მდებარე ობიექტად UDFj-39546284 დაასახელეს, რომელიც დიდი აფეთქების შემდეგ 480 მლნ წელიწადში დაიბადა და ჩვენგან 13,2 მლრდ სინათლის წლითაა დაშორებული.
დაშორებულ ობიექტამდე მანძილზე მიმანიშნებელი ძირითადი მახასიათებელი წითელი წანაცვლებაა – დოპლერის ეფექტის გამო სპექტრის ხაზების წანაცვლება. რაც მეტია წითელი წანაცვლება, მით უფრო შორსაა ობიექტი. მაგალითისთვის, ამჟამინდელი რეკორდსმენის – გალაქტიკის UDFy-38135539 – წითელი წანაცვლების მნიშვნელობა 8,5549-ია.
პოტენციური ლიდერის წითელი წანაცვლების ზუსტ სიდიდეზე საუბარი, ჯერჯერობით, ადრეა, რადგანაც ამ სიდიდის გაზომვის პროცესი საკმაოდ რთულია, მაგრამ გარკვეული საშუალებების გამოყენებით, მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ UDFy-38135539-ის წითელი წანაცვლება, შესაძლოა, 10,3 იყოს.
ახლო მომავალში ასტრონომები კოსმოსში უფრო ღრმად ჩახედვას და გალაქტიკების დანახვას შესძლებენ, რომლებიც დიდი აფეთქებიდან კიდევ უფრო მოკლე დროის პერიოდში დაიბადნენ.
კომენტარი