სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ალა ჯიოევა საავადმყოფოს პალატიდან ალაპარაკდა (ვიდეო)

ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩეული თუ ვერარჩეული ალა ჯიოევა, რომელიც ინაუგურაციის ტრიბუნის ნაცვლად საკუთარი ოფისიდან საავადმყოფიოს რეანიმაციის პალატაში მოხვდა, იმის შესახებ ალაპარაკდა, თუ რა მოხდა მის შტაბში.

ეს ალა ჯიოევას პირველი ინტერვიუა მას შემდეგ, რაც „ომონმა“ მისი მხარდამჭერები დაარბია, ჯიოევას შტაბში შეიჭრა და გონდაკარგული „პრეზიდენტი“ საავადმყოფოში გადაიყვანა. ვნებათაღელვა ამ საკითხთან დაკავშირებით ცხინვალში ამ დრომდე არ ჩამცხრალა და დაპირისპირების გაგრძელების რეალური საშიშროება დღემდე არსებობს.

ალა ჯიოევასთან პალატაში მნახველებს შეზღუდულად უშვებდნენ, თუმცა, მისმა მხარდამჭერებმა ვიდეოს გადაღება მაინც მოახერხეს და ინტერვიუ ვიდეოპორტალ „იუთუბზეც“ ატვირთეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100