"ნაციონალებს" სულ რამდენიმე დღე დარჩათ, რომ საბოლოოდ გაქრნენ პოლიტიკური სივრციდან"
"ნაციონალებს" სულ
რამდენიმე დღე
დარჩათ, რომ
საბოლოოდ გაქრნენ
პოლიტიკური სივრციდან,
- ამის შესახებ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
ღარიბაშვილმა გუშინ,
ბათუმში წინასაარჩევნო
შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც ბათუმის ცენტრში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა აღნიშნა, დღევანდელმა ხელისუფლებამ შექმნა ყველა პირობა იმისთვის, რომ ხალხს ჰქონდეს თავისუფალი არჩევანის საშუალება და არჩევნები წარიმართოს მშვიდ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ გარემოში.
"ერთადერთი,
ვინც ამას ვერ ეგუება და ამის აღიარება არ უნდა, ეს არის მათი ბოლო შანსი, ეს არის "ნაციონალური მოძრაობა",
ვინაიდან მათ იციან, რომ დარჩათ სულ რამდენიმე დღე, რომ საბოლოოდ გაქრნენ პოლიტიკური სივრციდან ყველა ქალაქში, ყველა რაიონსა და სოფელში. მათ არ შეუძლიათ ჯანსაღ პოლიტიკურ კონკურენციაში ყოფნა. მათ იციან, რომ ქართველმა ხალხმა მათ განაჩენი გამოუტანა, მაგრამ ახლა იმაზე ზრუნავენ, იმიჯი შეულახონ ჩვენს ხელისუფლებას და ქვეყანას და ზეწოლასა და მუქარაზე ისაუბრონ, რათა ამით როგორმე მიიქციონ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება. ამას განსაკუთრებული თავგამოდებით ისინი აკეთებენ, ვინც წლების განმავლობაში შემჩნეული იყო სწორედ მუქარაში, ზეწოლასა და ტოტალურ გაყალბებაში",
- განაცხადა
ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამასთან, პრემიერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საკუთარი პოლიტიკური ძალის გამარჯვებაში დარწმუნებულია.
კომენტარი