სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მამამ შვილები დახოცა და მერე თავი მოიკლა

ამერიკაში, ფლორიდის შტატში, ერიკ ალბერტ ვასკეზმა მოკლა ორი შვილი მანამ, სანამა თავად თავს მოიკლავდა.

საზარელი შემთხვევის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მეზობლებმა ხანძარი შენიშნეს და 911-ში დარეკეს.

ადგილზე მისულ პოლიციას სახლში საშინელი სურათი დახვდათ.

მათ ზრდასრული მამაკაცი და ორი ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს.

ექსპერტიზით დადგინდა, რომ ბავშვები, ბიჭი და გოგონა, გარდაიცვალნენ მკვლელობის შედეგად.

ხანძარი, რომელიც მხოლოდ სახლის კონკრეტულ მონაკვეთში იყო, სწრაფად ჩააქრეს მეხანძრეებმა..

HCSO-ს თანახმად, წინასწარი გამოძიებით ირკვევა, რომ ვასკეზმა ბავშვების მკვლელობის შემდეგ თავი მოიკლა.


უცხოეთიდან თარგმნა:ტაისია ამაშუკელმა

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100