სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეს გოგონა 5 წელია სოლარიუმის ყოველდღიური სტუმარია - ნახეთ, როგორი ტრანსფორმაცია განიცადა მისმა ვიზუალმა

ქალების უმრავლესობას ძალიან გვიყვარს გარუჯული სხეული, თუმცა ხანდახან ზაფხულშიც კი ვერ ვახერხებთ სასურველი ფერის მიღებას. ამისთვის არსებობს ძალიან მარტივი გზა - სოლარიუმი, რომელიც შედეგს ბევრად სწრაფად იძლევა, თუმცა მისი ხშირად გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

მიუხედავად ჯანმრთელობის მხრივ საფრთხის მაღალი რისკისა, ჰანა ტიტენზორი სოლარიუმს ყოველ დღე სტუმრობს და ეს უკვე ხუთი წელია, რაც გრძელდება. როგორც თავად გოგონა აღნიშნავს, თავისი თეთრი სხეული ძალიან აღიზიანებდა და ხვდებოდა, რომ მხოლოდ არდადეგების შემდეგ გამოიყურებოდა ლამაზად, როდესაც მცხუნვარე მზის აბაზანებს იღებდა და ზღვაზე ნებივრობდა. თეთრი კანის კომპლექსმა ჰანას უბიძგა, სოლარიუმში დაეწყო სიარული, თუმცა ვერავინ იფიქრებდა, რომ მისთვის ასეთი მნიშვნელოვანი გახდებოდა ეს პროცედურა.

ყველაზე უცნაური კი ისაა, რომ ჰანა ირწმუნება, ყოველი ულტრაიისფერი სხივების შემდეგ ძალიან ბედნიერია და თავს განსაკუთრებულად გრძნობს. ცხადია, ასე უფრო მეტად უმაღლდება თვითშეფასება, თუმცა კომპლექსი, რომელიც ასე აწუხებდა, შესაძლოა მისთვის ფატალური აღმოჩნდეს, რადგან არა მარტო სოლარიუმის რუჯი, ხშირად ბუნებრივი გზით მიღებული სხივებიც კი უარყოფითად აისახება ორგანიზმზე, თუ ეს ყოველივე გადაჭარბებული რაოდენობით მოხდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100