სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

22 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ყურადღებას საჭიროებს მიმდინარე საქმეები, სარემონტო საკითხები. ოჯახის წევრებს შეუსრულეთ დანაპირები. მგზავრობისას სიფრთხილე გმართებთ, არავისთან იკამათოთ.

კურო
კარგი დღეა ცდებისა და ექსპერიმენტებისთვის. ობიექტურად შეაფასეთ საკუთარი შესაძლებლობები. მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას და აჩქარებას ახალ საქმეებში.

ტყუპი
პარტნიორებთან შეთანხმებულად იმოქმედეთ, აჩქარება და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. საღამოს მოსალოდნელია განწყობის ცვალებადობა.

კირჩხიბი
დღეს ერთდროულად რამდენიმე საქმე უნდა მოაგვაროთ და ეცადეთ, წვრილმანებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს, გაფრთხილდით ტრავმული დღეა.

ლომი
დილიდან კარგ განწყობაზე იქნებით და ეცადეთ, არაფერზე მოიშალოთ ნერვები. იყავით აქტიური სპორტულ შეჯიბრებაში. მეტი მზრუნველობა გმართებთ საყვარელი ადამიანის მიმართ.

ქალწული
საღამომდე თავჩარგულს მოგიწევთ მუშაობა. მეტი ყურადღება გმართებთ დეტალებისადმი. მოერიდეთ სტრესულ და საკამათო თემებს მგზავრობისას, სტუმრებთან.

სასწორი
ცვლილებების, მოგზაურობის, თავგადასავლების დღეა. გაიფართოეთ თვალსაწიერი. შეიძლება ზოგიერთი საკითხი მოუგვარებელი დაგრჩეთ.

მორიელი
მოერიდეთ ავანტიურულ და სარისკო ქმედებებს. გადახედეთ მიმდინარე საკითხებს, გამოასწორეთ დაშვებული შეცდომები. გაუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.

მშვილდოსანი
აქტიური ხართ, შეიძლება ახალი იდეები გაგიჩნდეთ, ექსპერიმენტები განახორციელოთ. გაფრთხილდით, არ გახდეთ აფერისტების, "მწარე" ხუმრობის მსხვერპლი.

თხის რქა
ფიზიკური აქტიურობისგან თავი შეიკავეთ, აი, ინტელექტუალური საქმიანობა კი სიამოვნებას მოგანიჭებთ. აკონტროლეთ ჯანმრთელობა, არ გაგირთულდეთ ქრონიკული დაავადება.

მერწყული
დილიდან რომანტიკულ განწყობაზე ხართ. ცვლილებები და მოგზაურობა, დასვენება გწადიათ. ენდეთ მხოლოდ ერთგულ მეგობრებს.

თევზები
ყოველდღიური საქმეები შეასრულეთ. გრანდიოზულ პროექტებს ნუ შეეჭიდებით. ეცადეთ, არ გადავარდეთ ილუზიებში, არც სხვები მოატყუოთ და რაც საკუთარი თავი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100