სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აღარც მძღოლის განწირული ბღავილის გახსენება მინდა, რომელიც დედამიწას აზანზარებდა, მიშველეთ, ბავშვიო... - როგორია 11 წლის გოგონას მდგომარეობა, რომელსაც მანქანა დაეჯახა

11 წლის მარიამ სანიკიძე სიცოცხლისთვის იბრძვის.
გოგონა სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, როდესაც მანქანა დაეჯახა.
მარიამი იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული. მას ორი ოპერაცია ჩაუტარდა.
ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, შორენა სიხარულიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც "დრონი.ჯი" უცვლელად გთავაზობთ:
"მსგავსი თხოვნით არასოდეს მომიმართავს თქვენთვის, აქაურო მეგობრებო, უბრალოდ ნაცნობებო, თუ ვირტუალურო მეგობრებო,მაგრამ ახლა, ძალიან მინდა, ყველას გთხოვოთ, ეკლესიურსაც და არაეკლესიურსაც, საერო პირსაც და სასულიერო იერარქიის წარმომადგენლებსაც, მტერსაც და მოყვარესაც_ყველამ, გთხოვთ, ყველამ მოიხსენიეთ ლოცვებში ან თუნდაც ერთი სანთელი აანთეთ 11 წლის მარიამის სახელზე..უფალს მისი გამოჯანმრთელება სთხოვეთ, უმორჩილესად გთხოვთ...
პარასკევს, პეტრიწის ქუჩაზე, დიდ დიღომში, ფაქტობრივად ჩემს თვალწინ, მანქანა 11 წლის მოზარდ გოგონას დაეჯახა........ აღარ მინდა იმ საზარელი სურათის აღწერა, რაც ვიხილე..აღარც მძღოლის განწირული ბღავილის გახსენება მინდა, რომელიც დედამიწას აზანზარებდა_ მიშველეთ, ბავშვიო... მაგრამ არასოდეს, მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე, არ წაიშლება ჩემი გონებიდან პატარა გოგონას, ერთ ადგილზე გაყინული მზერა... ''არსაით'' მომზირალი ზღვისფერი თვალები....სასწრაფოს გამოძახება კი შევძელი, თუმცა, მერე უკვე, ნერვული შოკისგან სრულიად ღონემიხდილმა, 3 უძილო ღამე გავატარე... ვერ ვპატიობდი საკუთარ თავს, რომ არ ვიკითხე ბავშვის მშობლების კოორდინატები... სამდღიანი ძიების შემდეგ. დღეს ვიპოვნე მისი ძმა, დედის და მამის მეგობარი, რომელიც ჩემი ბავშვობის მეგობარია... მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა... გოგონას ძმას დავეკითხე და მხოლოდ ამის შემდეგ ვწერ ამ პოსტს...გთხოვთ, ძალიან გთხოვთ, ყველამ ვილოცოთ პატარა მარიამისთვის ( ნათლობის სახელია მარიამი, ისე, ანანოს ეძახიან) ერთობლივ ლოცვას, მჯერა,დიდი ძალა აქვს და უფალი აუცილებლად შეისმენს, მოახდენს სასწაულს...
განსაკუთრებით, ჩემს მეგობარ სასულიერო პირებს გთხოვთ, რომლებიც საკმაოდ მრავლად ხართ _ მიტროპოლიტებს, ეპისკოპოსებს,არქიმანდრიტებს, იღუმენებს და იღუმენიებს, სქემმღვდელმონაზვნებს, სქემიღუმენებს, მღვდელმონაზვნებს და ბერებს, დეკანოზებს, უბრალო მორჩილებს... ყველას, გთხოვთ_მონასტერში ვინც ხართ, შუაღამიანზე მოიხსენიეთ უძლურებასა შინა მყოფი მარიამი!
მჯერა, აუცილებლად გავიმარჯვებთ".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100