სტრიქონებია ამ ლექსში მუქი: რომლებიც დღევანდელ "ფულომანიას" გაგახსენებთ
ქვეყანაშია ფერები მუქი
ფულის აღების მოვიდა ჟამი,
ჩქარა, ვირთხებო, აიღეთ ქრთამი
ვეღარ გავიგე, ვისია ნება -
სულ დაიკარგა პატიოსნება.
ნავთის ქურაა თუ შეშის ფეჩი,
რა დაგიშავეთ, რომ ასე გვერჩით,
ოცდამეერთე კარს გვიკაკუნებს,
ღია ფერებით ხვდება უკუნეთს.
ქვეყანაშია ფერები მუქი,
დროზე, მასხრებო, აგვინთეთ შუქი!
იმის მაგივრად, მიხედოთ ხალხს
წევხართ და უშვებთ უკნიდან გაზს.
წევხართ და ხვრინავთ, როგორც ღორები
გაუმაძღარი მუქთახორები,
დაუნახავი მუქთახორები, ვაჰ!
გაივლის დრო და თქვენი შვილები -
კარგი აღზრდილი ვირიშვილები,
საფლავის ქვაზე დაწერენ წლებს,
და რომ სიკეთე ბოროტსა სძლევს.
შეხედეთ, როგორ დაეშვა ფარდა -
ქვეყანა ბნელთა, ქვეყანა ბრმათა,
ერთ დროს ქვეყანა რანთა და კახთა
იქცა ჭაობად რუსეთის კართან.
იკარგებიან მიწები ლაზთა,
რუსთველი თავის ბოჰემურ სვლასთან,
იკარგებიან რწმენანი ჯვართან,
გადმოთხეული მარადის ჟამთა.
შვილთაშვილის მომავალი სულ ფეხებზე ჰკიდიათ,
საქართველოს დღეები კი მიდიან და მიდიან,
საქართველოს დღეები კი მიდიან და მიდიან, ვაჰ!
ალგეთს ლეკვები ერთმანეთს ჟლეტენ,
გესლი აქვთ გულში ერთურთის მიმართ,
ტანჯვით ვაშენებთ სინდისის კედელს,
ანგრევს სატანა იყენებს შირმად.
ცაში დაფრინავს ნატანჯი სული,
თურმე ძმობაშიც ბატონობს ფული,
დედასამშობლოს ეყოფა გული,
მოწამლულ შვილთა ნაკმევი სული.
ცოდვილი არი ის ვინც ყველაზე,
ყველას ფინალი კუპრია ცხელი,
შხამიანია იქნებ დედის რძე,
საწამლავია ან იქნებ ცრემლი.
მომაკვდავ ქვეყნის არარაობა,
დაღუპულია ბევრი თაობა,
მოდით ვეძებოთ ჩვენში სხვაობა
არ გადაგვყლაპოს დიდმა ჭაობმა.
მისამღერი:
დაავადდა მძიმე სენით
საქართველო ამ არეში
ალბათ არის მასზე ახი,
რომ ჩამოგვყვეს სამარეში,
ალბათ არის მასზე ახი,
რომ ჩამოგვყვეს სამარეში, ვაჰ!
სულ გინდათ ფული, გართობა
სმა-ჭამა, ქალი, ბოზობა,
უსაქმურობა, ბოსობა,
ყველა საქმეში ქოსობა.
ტყუილი საქმის კეთება,
არ გინდათ თავს ნუ იმართლებთ,
თავის მართლება იქნება -
სიმართლე, მხოლოდ სიმართლე.
დამწუხრებულხარ თვალებწყლიანო
დარდს მისცემიხარ ქვეყანავ ჩემო
შენც კარგად იცი ყველაფრის გემო...
შვილთაშვილის მომავალი სულ ფეხებზე ჰკიდიათ,
საქართველოს დღეები კი მიდიან და მიდიან,
საქართველოს დღეები კი მიდიან და მიდიან, ვაჰ!
გია გაჩეჩილაძე (უცნობი), 2003.
P.S. : "საბაზრო ღირებულებაზე სამჯერ მეტ ფასს გადაგიხდით" - ბიძინა ივანიშვილი, 2011.
კომენტარი