ბექა ნაცვლიშვილი ისნის მოსახლეობის პოზიციას უჭერს მხარს
“ისნის მაცხოვრებლები პრინციპულ და სამართლიან პოზიციას უჭერენ მხარს, სწორედ ამიტომ შევეცდები, თქვენი ხმა ხმამაღლა ისმოდეს საქართველოს პარლამენტში. მთავარია, ამ ბრძოლაში სამუდამოდ დავამარცხოთ უიმედობა და ერთად მივაღწიოთ წარმატებას”
„ქართულო ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობას შეხვდა. ბექა ნაცვლიშვილი ე.წ სამრეწველოს დასახლების ამომრჩეველის პრობლემებს გაეცნო და მათთან საუბრისას აღნიშნა, რომ ისეთი პრობლემების მოგვარება, როგორიცაა გზების რეაბილიტირება და სანიაღვრე სისტემების კეთილმოწყობა, წლევანდელი ბიუჯეტით არის გათვალისწინებული.
„ისანი ძველი ინდუსტრიული რაიონია, აქ ბევრი ინდუსტრიული სივრცეა ასამუშავებელი, გარდა ყოფითი საკითხებისა, როგორიცაა კანალიზაციის მოწესრიგება, ბინების პრივატიზება, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, რეკრეაციული სივრცეების მოწყობა, ტრანსპორტის პრობლემის მოგვარება. აუცილებლად უნდა მოხდეს კერძო სექტორის სტიმულირება, რათა შეიქმნას სამუშაო ადგილები. ვეცდები, კერძო სექტორთან ურთიერთობით, მაქსიმალურად დაიტვირთოს რაიონი და ისანმა ფუნქცია კვლავ დაიბრუნოს.“ განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა
(რეკლამა)
კომენტარი