სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართული ფერმერებისთვის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება დაიწყო

აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართული ფერმერებისთვის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება დაიწყო. ამ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით:

ქვემო ქართლში ფერმერს, რომლის მოსავლის 75% განადგურდა, ზარალი - 232 000 ლარი - უკვე სრულად აუნაზღაურდა.

ჭარბი ნალექისა და სეტყვის შედეგად დაზარალდა 3000 ბენეფიციარი

ასანაზღაურებელი თანხა, პირველადი შეფასებით, 4,5 მილიონ ლარს შეადგენს

საქართველოს მასშტაბით, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 22 817 პოლისი, დაზღვეული ფართობი შეადგენს 20 281 ჰა-ს

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100