სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვერაზე, ყოფილი კრიმინალური ავტორიტეტი გარდაცვლილი იპოვეს - სამართალდამცველებმა გოგი ხატოევის მეზობლები დაკითხეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 11 მარტს, თბილისში, ტატიშვილის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 1957 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ოგი ხატოევი გარდაცვლილი იპოვეს.

ის საკუთარ სახლში მარტო ცხოვრობდა, თუმცა მეზობლის თქმით, მკვლელობის ღამეს მასთან დის შვილიც იმყოფებოდა, რომელმაც ბიძის მკვლელობის შესახებ ვერ გაიგო.

ვერაზე მოკლული, გოგა ხატოევის მეზობლებისა და ახლობლების დაკითხვა თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში გვიან ღამემდე მიმდინარეობდა.

პოლიციას ჩვენება მისცა გარდაცვლილის დამაც, რომელსაც დანარჩენების მსგავსად, მომხდარის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ აქვს. დაკითხულთა ნაწილმა ხატოევი მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრეც ნახა, მაგრამ მათი თქმით, ხატოევს შესაძლო პრობლემასა ან რაიმე საეჭვო გარემოებაზე არაფერი უთქვამს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100