გარდაცვლილი ძმები ესიზმრა, თითქოს მიჰყავდათ - "შენ კარგად იქნები,დედა გადაგარჩენს"
გაავრცელეთ გთხოვთ
-დედა
გძინავს?
-არა შვილო,ცუდად ხარ
გიორგი?
-არა დედა,სიზმარი ვნახე
-სიზმარი?
-თენგო და გოგა დედა,ფეხბურთი ვითამაშოთო მეძახდნენ.
-ოჰ,ღმერთო მიშველე
-შენც გნახე დედა
-მეც?
-ჰო,დედა შენ,მამაც და კიდევ ბევრი ხალხი
-მომიყევი დედა გენაცვალოს
-რაღაც ამღვრეული მდინარე იყო დედა ,ერთ მხარეს მე ვიდექი და მეორე სანაპიროზე გოგა და თენგო,თენგოს ბურთი ეჭირა. კიდევ ბევრი ბავშვები იყვნენ იმ მხარეს
- მერე დედი
-თენგო მეძახდა- ხიდზე გადმოდი ,ფეხბურთი ვითამაშოთო,ნახე რამდენი ბავშვები ვართო. მე ხიდზე შევდგი ფეხი ,ამ დროს შენ მოვარდი დედა შეშინებული და უკან გადამაგდე,თან ყვიროდი არა შვილებო,არა,ჩეთან დატოვეთ,ჩემიაო,გევედრებით შვილებოო.ხიდს დაუწყე ნგრევა დედა,ფიცრებს აძრობდი,ტიროდი და თან თენგოს და გოგას ებუტბუტებოდი,მაპატიე შვილებო,ვერ გაგატანთ,ჩემიაო
- მოგიკვდეთ დედა,ჩემი პატარ ბიჭები
-მერე უეცრად მამა გამოჩნდა და ისიც ტირილით ანგრევდა ხიდს,ისიც ბუტბუტებდა,როგორ მომენატრეთ შვილებოო ,მამას ბიჭებიო.უეცრად მდინარე სულ დაშრა და მის ადგილას უამრავი ქვეწარმავალი გაჩნდა,ერთმანეთში იხლართებოდნენ.შენ და მამა ცდილობდით ქვევით არ ჩავარდნილიყავით.თენგო გამოიქცა თქვენსკენ,დედა,დედი გეძახდა და ხიდზე ცდილობდა ფეხის შემოდგმას,მაგრამ ხიდი მის ფეხქვეშ ქრებოდა და თენგო ქვევით ვარდებოდა.მერე გოგამ ჩაიხუტა,დაამშვიდა და წაიყვანა.ბავშვეიბიც უკან გაყვნენ
-შენ სად იყავი გიორგი,რას აკეთებდი
-მე რა უნდა გამეკეთებია,ბავშვი ვარ,გიყურებდით
ძალიან ბევრი ხალხი მოგროვდა დედა.ყველა გიყურებდათ,ზოგი ტიროდა,ზოგი უბრალოდ იდგა,ზოგიმე მე მეფერებოდა. იცი რა იყო უცნაური დედა?ეს ხალხი ხომ ჩაცმული იყო,მე კი მათ გულებს ვხედავდი,თითქოს იმ ადგილას ხორცი და სამოსი გამჭვირვალე იყო. დე,მათი გულის ფეთქვა მესმოდა.დედი,გული ხომ წითელია,თურმე ყველა გული არ ყოფილა წითელი,ზოგის გული გამჭვირვალე იყო,უსისხლო
- ეგ სიზმარში დედა გენაცვალოს
-ეს არ ყო სიზმარი დედა
-კარგი გიორგი,დამშვიდდი.ყველაფერი კარგად იქნება,დაიძინე
- დედი ღმერთი გინახავს?
- არა შვილო,არ მინახავს
-მე მგონი ვნახე,ხალხის უკან იდგა
-მის გულსაც ხედავდი გიორგი?ალბათ ყველაზე დიდ და ლამაზი გული აქვს
-არა დედი,ყველაზე ლამაზი გული შენ გაქვს,მე შენ გულსაც ვხედავ
-გენაცვალოს დედა
-დე, მე არ მინდოდა შენ რომ გეტირა.თენგო და გოგას ფეხბურთს ვეთამაშებოდი და მოვიდოდი.
-იქიდან ჯერ არავინ მოსულა დედა გენაცვალოს.დაივიწყე ეგ სიზმარი,ყველაფერი კარგად იქნება ,გესმის?შენ კარგად იქნები,დედა გადაგარჩენს,გჯეროდეს
-შენი მჯერა დედა!
დავუდგეთ გიორგი ჯიშკარიანს გვერდით.ამჯერად მისი სიცოცხლე 50 000 ღირს. უკვე 3 წელია მის გადასარჩენად ვიბრძვით. ახლა გადამწყვეტი მომენტი დგას.ნუ დავიხევთ უკან ,ვიბრძოლოთ ბოლომდე. ფონდი საბა
ანგარიშის
ნომერია საქართველოს ბანკში:GE55BG0000000294612100
მიმღები დედა: ია კოხრეიძე
პირადი ნომერია:
60001055881
Sparkasse Freiburg
13293244 Kontonummer , 68050101 BLZ..
IBAN: DE20680501010013293244
BIC: FRSPDE66
Empfänger/ : Teona Woll
Spende für giorgi jishkarjani
დედის მობილურის ნომერია :
595530270
ან გერმანიაში:015175173931
კომენტარი