რიანამ გოგონა იშვილა
ამჯერად ეპატაჟურმა მომღერალმა უცნაური ტანისამოსისა და კოსმეტიკის გარეშე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება.
ცნობილია, რომ რიანა აქტიურ ვირტუალურ ცხოვრებას ეწევა: ახალი შეტყობინებები და ფოტოები მის სოციალურ ქსელებში რეგულარულად ჩნდება. უკანასკნელი სიახლე, მომღერლის პროფილზე სამი წლის გოგონას სურათია, რომელსაც სეთი კომენტარი აქვს: „ჩემი ნაშვილები გოგონა“.
ვარსკვლავის ახლობლები და მეგობრები გაოცებულები არიან. მომხდარზე ოფიციალური განცხადება ჯერ არავის გაუკეთებია.
ვარსკვლავის ნაცნობების უმეტესობა მიიჩნევს, რომ რიანა დედობისათვის ჯერ მზად არ არის. ამაზე მისი ქმედებები მეტყველებს: უყვარს ღამის კლუბები, ალკოჰოლი და არასტაბილური ცხოვრება.
კომენტარი