სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს საქმე არის კარგად, ყველას უყვარს საქართველო - ორბანი

ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში ევროკავშირის ლიდერები ისტორიულ სამიტზე იკრიბებიან - რამდენიმე წუთის წინ ევროპული საბჭოს ოფისში უნგრეთის პრემიერი მივიდა.

როგორც ირკვევა, ვიქტორ ორბანი პოზიციას არ ცვლის და უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებას ისევ ეწინააღმდეგება. ორბანი გადაჭრით ამბობს, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებას მხარს არ დაუჭერს.

რაც შეეხება საქართველოს, უნგრეთის პრემიერის თქმით, საქართველოს საქმე არის კარგადაა.

საქართველოს საქმე არის კარგად. ყველას უყვარს საქართველო", - აღნიშნა ორბანმა.

რაც შეეხება უკრაინას, უნგრეთის პრემიერის მტკიცებით, კიევმა შვიდიდან სამი მოთხოვნა არ შეასრულა.

გაფართოების პროცესი დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია. 3 პირობა 7-დან შესრულებული არ არის, ამიტომ ეს არ არის საკმარისი გაწევრიანების მოლაპარაკების დასაწყებად. ეს პირობები უნგრეთის დაწესებული არ არის, ეს დააწესა ევროკომისიამ. თუ არ იქნება შესრულებული, არ მოხდება, შანსი არ არსებობს მოლაპარაკებების დასაწყებად", - აღნიშნა ორბანმა.

აღსანიშნავია, რომ გაფართოების საკითხი ერთიანი პაკეტით განიხილება, ამიტომ კითხვა ასე ჟღერს: უკრაინის ჩავარდნა ნიშნავს თუ არა, რომ საქართველო ვერ მიღებს კანდიდატის სტატუსს?

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100