სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სტიქიისგან დაზარალებული საქართველოს რეგიონები და 5 მილიონზე მეტი ზარალი

სტიქიის შედეგად დასავლეთ საქართველოში გამოწვეული ზარალი 4 000 000 ლარია, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ მთავარობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ამას ემატება დუშეთში, ფშავში სტიქიის შედეგად გზის მოწყვეტისა და დაზიანების რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა, რაც საერთო ჯამში მილიონნახევარი ლარია.
"მუნიციპალიტეტებიდან მივიღეთ ინფორმაცია, რომ ადგილობრივმა კომისიებმაც ჩვენ სამინისტროს სამსახურებთან იმუშავეს. სტიქიის შედეგად დასავლეთ საქართველოში ინფრასტრუქტურული ზარალი არის 4 000 000 ლარამდე, თუმცა ამას ემატება კიდევ ციფრები", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით არსებული ზარალის შესახებ ინფორმაციას მთავრობის სხდომაზე წარადგენს, განკარგულება კი ელექტრონული წესით ორშაბათს იქნება მიღებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100