სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აშშ–ის ელჩი რუსეთში: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ობამას მთავარი პრიორიტეტია

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და მისი უსაფრთხოება „ისევ რჩება ობამას ადმინისტრაციის მთავარ პრიორიტეტად“, – ამის შესახებ განაცხადა „თეთრი სახლის“ მთავარმა მრჩეველმა რუსეთის საკითხებში მაიკლ მაკფოლმა, რომლის კანდიდატურა რუსეთში აშშ–ის ელჩის თანამდებობაზეა წამოყენებული.

განცხადება მაკფოლმა სენატის კომიტეტში, მისი კანდიდატურის განხილვის დროს გააკეთა, როცა შეკითხვები საგარეო ურთიერთობებზე დაუსვეს. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს კუთვნილი ტერიტორიების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას აშშ „ძალიან სერიოზულ საკითხად“ მიიჩნევს.

მაკფოლის თქმით, აშშ საქართველოს დიპლომატიური კუთხითაც ეხმარება, რაც, ყველა სხვა მხარესთან ერთად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარებაში სხვა ქვეყნების დარწმუნებასაც მოიცავს. დიპლომატის თქმით, ეს ის საკითხია, რომელშიც „აშშ–სა და რუსეთს რადიკალურად განსხვავებული პოზიციები აქვთ“.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროანტლანტიკურ მისწრაფებებს და ისევ ვაგრძელებთ ზეწოლას რუსეთზე, რათა მან შეასრულოს 2008 წლის აგვისტოში დადებული შეთანხმების ყველა პუნქტი. ამასთან, ჩვენ ვმუშაობთ უშუალოდ მოსკოვთან, რათა ვცადოთ და იმ ზეწოლის შემცირება, რომელსაც რუსეთი ზოგჯერ იძულების წესით ახდენს საქართველოზე“, – თქვა მაკფოლმა.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100