სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მინიმუმ 8,285-ჯერ მითქვამს რომ მიყვარხარ და..." - უილ სმიტის ემოციეური წერილი ცოლს

უილ სმიტის მეუღლე ჯადა პინკეტ-სმიტი 44 წლის გახდა. ქმარმა აღნიშნული თარიღი ცოლს თბილი და სიყვარულით სავსე წერილით მიულოცა. სმიტმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ძველი ფოტო წარწერით:

„ეს ფოტო დედაშენის სახლში 20 წლის წინ არის გადაღებული. ეს დიდი ხნის წინ იყო, ამიტომ გადავწყვიტე მიმემართა ცოტაოდენი მათემატიკისთვის.

მე შენთვის 20-ჯერ მაქვს ნამღერი „დაბადების დღეს გილოცავ“ და 19-ჯერ გაჩუქე დაბადების დღის საჩუქარი (იმ ერთ წელიწადს გაბრაზებული ვიყავი შენზე). მე ნანახი მაქვს როგორ ჩააქრე ჯამში 693 სანთელი (დღეს საღამოს ეს ციფრი 737-ს მიაღწევს). მე მითქვამს შენთვის „მე შენ მიყვარხარ“ მინიმუმ 8,285-ჯერ.

და მსოფლიოს 3,96 მილიარდ ქალთა შორის - შენ ხარ ერთადერთი ვისთანაც მე მინდა მთელი ჩემი ცხოვრების გატარება.

დაბადების დღეს გილოცავ. მე შენ მიყვარხარ!“ - წერს მსახიობი.

ცნობისთვის ჯადა და უილი 1997 წელს დაქორწინდნენ და მათ ორი შვილი ჰყავთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100