სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ასე გამოეხმაურა ანუკი არეშიძე კახი კალაძის განცხადებას ოჯახურ ძალადობაზე

„მინდა ყველა მამაკაცი ასე ფიქრობდეს“ - ასე გამოეხმაურა ანუკი არეშიძე საკუთარი ქმრის ფეისბუქ სტატუსს, რომელიც საქართველოში გახშირებულ ოჯახური ძალადობის ფაქტებს ეხებოდა.

შეგახსენებთ, რომ ოჯახური ძალადობის შესახებ საკუთარი აზრი კალაძემ პირად ფეისბუქ გვერდზე დააფიქსირა.

„სირცხვილია საქართველოში ქალი მამაკაცის ძალადობისგან დასაცავი რომ გახდა((
ვერ წარმოდგენია - იყო მამაკაცი და ხელი აღმართო ქალზე...

არც კი ვიცი როგორ გამოვხატო ის საშინელი განცდა და ემოცია, რაც ბოლო თვეებში, ბოლო დღეებში მომხდარმა არაადამიანური ძალადობის ფაქტებმა გამოიწვია ჩემში.

ძნელია დაწერო რამე, როცა აღშფოთების და უსუსურობის განცდაა- რატომ მოკლეს?!((

თითოეული ჩვენგანი არის ადამიანი, ღირსების მატარებელი და საზოგადოების წევრი. როცა საუბარია ძალადობაზე ოჯახში, ქალებზე ან ბავშვებზე, როცა ხდება მკვლელობა, პირადად ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს სტატისტიკას თუ სოციალურ - საზოგადოებრივ პოზიციას. ადამიანის სიცოცხლე, ქალის სიცოცხლე არის განუზომელი ღირებულება!“ - წერს კალაძე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100