სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილმა შერონ სტოუნი მიიღო

ჰოლივუდის ვარსკვლავი შერონ სტოუნი საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო. მიხეილ სააკაშვილმა ცნობილ კინოვარსკვლავს პრეზიდენტის სასახლე დაათვალიერებინა.

შერონ სტოუნი თბილისში გუშინ ჩამოვიდა. ჰოლივუდის ვარსკვლავი რენე ჰარლენის ფილმის "აგვისტოს 5 დღის" პირველ საპრემიერო ჩვენებას დაესწრება.
სტოუნთან ერთად საქართველოში ფილმის მთავარი მოქმედი გმირი, პრეზიდენტ სააკაშვილის როლის შემსრულებელი ენდი დარსიაც იმყოფება.
"აგვისტოს 5 დღის" პრემიერა კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე უკვე გაიმართა. საფრანგეთში ფილმის ჩვენებას მთელი მსოფლიოდან ჩასული კინოკრიტიკოსები, ჟურნალისტები და კინოინდუსტრიის წარმომადგენლები დაესწრენ.
"ეს ისტორია ღირდა მსოფლიოსათვის მოსაყოლად", - ასე წარადგინა სურათი თავად რეჟისორმა რენე ჰარლინმა. ჩვენების შემდეგ მიღება გაიმართა, რომელსაც 600-მდე სტუმარი დაესწრო.
ღონისძიებაზე რუსეთ-საქართველოს ომის ამსახველი ფოტომასალაც იყო გამოფენილი. ფილმი, რომელიც საქართველოში რუსულ აგრესიას ასახავს, 50 ქვეყანაში გაიყიდება.

საპრემიერო ჩვენება დიდ ბრიტანეთსა და აშშ-შიც გაიმართება. თბილისში მას დღეს, კინოთეატრ "რუსთაველში" უჩვენებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100