სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"თამარს ვუთხარი, რომ მისი მამიკო ციხეშია...მითხარით, როგორ უნდა ვუთხრა შვილს, რომ მამიკოს 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას პირდება პოლიცია?!" - გუდაურში მომხდარი ტრაგედიისას დაკავებული სამხედროს მეუღლე

გუდაურში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაკავებული ყოფილი სამხედროს ცოლი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ:

"თამარს ვუთხარი სიმართლე, რომ მისი მამიკო ციხეშია, მაგრამ ჯერ ციხის მნიშვნელობა განვუმარტე, როგორც ადგილის სადაც პოლიციას მიყავს ისეთი ადამიანები რომლებმაც რაღაც დააშავეს, ცუდად მოიქცნენ და კიდევ ისეთი ადამიანებიც მიყავს ვინც გონიათ რომ დამნაშავეები არიან... რადგან მამიკო არის ადამიანი, რომელიც პოლიციას გონია დამნაშავე, მაგრამ არსებობს ადვოკატი და მამიკოს ეხმარება სიმართლის დადგენაში, რომ ეს ადვოკატი მამას სახლში დაბრუნებაში დაეხმარება. კითხვაზე თუ როდის დაბრუნდება სახლში - პასუხი არ მქონდა და ვუთხარი რომ შეიძლება თვეები დასჭირდეს, რომ შეიძლება მის დაბადების დღეს, ან სკოლაში წასვლის დროსაც მამიკო არ იყოს მასთან... არაფერს მეკითხება, დარეკვას არ მთხოვს, ჩუმადაა და ეს უფრო მაშინებს, უბრალოდ მშვიდად ამბობს რომ უნდა ზაფხულში მამიკო ყავდეს სახლში, რადგან ზაფხულში მისი დაბადების დღეა...

მითხარით, როგორ უნდა ვუთხრა რომ მამიკოს 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას პირდება პოლიცია?! რომ მამიკო სკოლაში წასვლის, სკოლის დამთავრების და უნივერსიტეტში წასვლის დროსაც არ უნდათ რომ მის გვერდით იყოს და მხოლოდ იმიტომ რომ სიცოცხლე უნდოდა, მხოლოდ იმიტომ რომ მასთან ჩახუტება უნდოდა, მხოლოდ იმიტომ რომ თავს იცავდა, მხოლოდ იმიტომ რომ ეყო ძალა და გადარჩა...

განა რამდენი რაუნდი უნდა გაეძლო ამ ხროვისთვის?!

რით ვერ გაუარათ გაბრაზებამ და წყენამ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ თავდასხმისას?!
განა რამდენი ფურთხი, მუშტი და დამცირება უნდა აეტანა?!
რით ვერ დაკმაყოფილდნენ ამდენჯერ ცემით და შეურაცხყოფით?!
მეც ასე მოვიქცეოდი!
შენც ასე მოიქცეოდი!
ყველა ასე მოიქცეოდა!

ის ქართველი ჯარისკაცია და თავდაცვა აქვს ნასწავლი და არა თავდასხმა!

ის ქართველი ჯარისკაცია და ყველაზე მეტად იცის სიკვდილის და სიცოცხლის ფასი, ამიტომ განზრახ ვერავის გაიმეტებდა სასიკვდილოდ!"- წერს დაკავებული მერაბ კობიაშვილის ცოლი.

შეგახსენებთ, რომ 17 თებერვალს გუდაურში ტრაგედია მოხდა. გავრცელებული კადრების მიხედვით, ყოფილ სამხედროს რამდენჯერმე თავს დაესხნენ და სცემეს, რის გამოც დაკავებულმა იარაღი გამოიყენა. შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაიჭრა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100