"10 წლის შემდეგ შევხვდი იმ ადამიანს ვინც სიცოცხლე მაჩუქა"- ასე გადაუხადეს მადლობა ნანუკა ჟორჟოლიანს
ასე უხდის მადლობას ნანუკა ჟორჟოლიანს გოგონა, რომელიც 10 წლის უნახავ დედას შეხვდა:
10 წლის შემდეგ შევხვდი იმ ადამიანს ვინც სიცოცხლე მაჩუქა,გამზარდა, აღმზარდა და ისევ ჩემი კეთილდღეობისთვის ნელ-ნელა გადაიქცა ემიგრანტად...
ვერ შევძელი მისი დაბრუნება...
შეხვედრამდე ვკანკალებდი,მეშინოდა, მიხაროდა, მიხაროდა ,იცით როგორ მიხაროდა და ვერ მიცნო... დრო გაჩერდა...წამი უაშველოდ გაიწელა... ,,-ჩემი მარიამი", ჩამეხუტა და
ვიგრძენი სითბო, ბევრი სითბო...
დედა მე
შენ მიყვარხარ...
ნანუკა,ირმა მადლობა ცოტაა თქვენთვის... თქვენ დაასრულეთ საუკუნედ ქცეული 10 წელი და მაჩუქეთ დედის სითბო...
კომენტარი