სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

TravelStudio მოსკოვში,საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს

დღეს,მოსკოვში,საერთაშორისო ტურისტული გამოფენა “Отдых 2016” გაიხსნა,სადაც საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით,ტურიზმის სფეროში მოღვაწე ქართული კომპანიები მონაწილეობენ.ტურისტული კომპანია TravelStudio ქართულ სტენდთან ვიზიტორებს დილიდან მასპინძლობს,საქართველოს უნიკალურ ტურისტულ პოტენციალს აცნობს და ქართული პროდუქტების დეგუსტაციის შესაძლებლობასაც აძლევს.TravelStudio დამთვალიერებლებს სპეციალურ სეზონურ მარშრუტებს სთავაზობს,ღვინის,მომლოცველობითი,სამთო-სათხილამურო,სამკურნალო და სხვა ტურისტული პროდუქტების სახით. “Отдых 2016” დღეს გაიხსნა და მასში 100-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს.გამოფენა 24 სექტემბერს დასრულდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100