სახალხო დამცველმა დაკავებული ფოტოგრაფები მოინახულა
საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაკავებული ფოტორეპორტიორები მოინახულა. ამის შესახებ სახალხო დამცველის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
„სახალხო დამცველი კონფიდენციალურად, ცალ-ცალკე გაესაუბრა ირაკლი გედენიძეს, გიორგი აბდალაძეს და ზურაბ ქურციკიძეს. საუბრისას სამივე ფოტორეპორტიორმა აღნიშნა, რომ მათ მიმართ მოპყრობა ნომალურია, მათზე რაიმე სახის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა არ ხორციელდება. მათ ასევე აღნიშნეს რომ მათ ჰყავთ ადვოკატები. მათი განცადებით, ამ ეტაპზე ისინი არ გაცნობიან სისხლის სამართლის საქმეში არსებულ კონკრეტულ მტკიცებულებებს. ზურაბ ქურციკიძეს მიეწოდება მედიკამენტები და იმყოფება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სახალხო დამცველი განაგრძობს დაკავებული ფოტორეპორტიორების მდგომარეობის მონიტორინგს.
კომენტარი