სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დიდ ბრიტანეთში გლოვა გამოცხადდა - ელისაბედ II-ს, სავარაუდოდ, 10 დღეში დაკრძალავენ

დიდი ბრიტანეთიში ელისაბედ II-ს გარდაცვალების გამო, გლოვა გამოცხადდა და ის მის დაკრძალვამდე გაგრძელდება, რომელიც სავარაუდოდ, მონარქის გარდაცვალებიდან 10-11 დღის შემდეგ გაიმართება. გაერთიანებული სამეფოს დედოფალი გუშინ საღამოს 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სამეფო ოჯახი სამძირებს მთელი მსოფლიოდან და სახელმწიფოთა ლიდერებისგან იღებს. დედოფლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო დღეების განმავლობაში გართულდა და ბალმორალის სასახლეში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.

დედოფალი ელისაბედი ტახტზე 1952 წელს მამის, ჯორჯ VI-ის გარდაცვალების შემდეგ ავიდა. იგი გაერთიანებულ სამეფოს ყველაზე დიდ ხანს 70 წელი მართავდა. ელისაბედი არის მსოფლიოში მეორე მონარქი, რომელიც ასე ხანგრძლივად იყო სამეფოს სათავეში.

მისი გარდაცვალების შემდეგ, ქვეყნის მმართველი მონარქი, ჩარლზი გახდა. ტახტზე ასვლის შემდეგ, ჩარლზს ექნება უფლება, თავად აირჩიოს ნებისმიერი სახელი, რომელსაც მეფობისას ატარებს. ელისაბედ მეორის გარდაცვალების შემდეგ ძალაში შედის გეგმა, კოდური სახელწოდებით "ლონდონის ხიდი". გეგმა სპეციალურად არის შედგენილი მონარქის გარდაცვალების შემთხვევისთვის. დედოფლის დაკრძალვის დეტალები მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ცერემონიალის გეგმას მეფე დაამტკიცებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100