სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საპატრიარქოს, ე.წ. ნაკურთხი პური ბუნებაში არ არსებობს - ნუ მოტყუვდებით

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, წმინდა მატრონას სახელობის მონასტრის სახელით საეჭვო წარმომავლობის ცომი და პური ვრცელდება.

"როგორც შეგვატყობინეს, ბოლო პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე (უმეტესად თბილისში) თითქოსდა წმიდა მატრონას სახელობის მონასტრიდან ცომი (ან პური, თავისი გამოცხობის თანდართული რეცეპტით) ვრცელდება. წმიდა მატრონას სავანე თავის ოფიციალურ საიტზე მორწმუნეებს აფრთხილებს, რომ ეს სიცრუეა და ამ ცომსა და პურთან მონასტერს არავითარი კავშირი არ აქვს (http://www.pokrov-monastir.ru/?include=static&page_id=98 - განცხადება განთავსებულია აღნიშნული გვერდის ბოლოში). გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფხიზლე და ამ საეჭვო წარმომავლობის ცომეულს ნუ მიიღებთ. ასევე გააფრთხილეთ სხვებიც", - ნათქვამია საპატრიარქოს პრეს-ცენტრის განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100