სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში 2 წლის ბავშვს მიკროავტობუსი დაეჯახა

ქობულეთში, სოფელ ხალაში ავტომობილი 2 წლის ბავშვ დაეჯახა, მცირეწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ინფორმაციას ადასტურებენ. ამის შესახებ „აიპრესი“ წერს.

მათივე ინფორმაციით მოხდა უბედური შემთხვევა. მცირეწლოვანი მშობლებს ხელიდან გაუსხლტა და მას მიკროავტობუსი დაეჯახა.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სასმართლის კოდექსის 276ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100