სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პუტინი მედვედევით უკმაყოფილოა

,,როიტერმა“ გამოაქვეყნა სტატია, რომელიც რუსეთის პრემიერ–მინისტრ ვლადიმერ პუტინის საპრეზიდენტი არჩევნებში მონაწილეობას ეხება.

,,როიტერის“ ანონიმური წყარო რუსეთის მაღალჩინოსანია, რომელმაც ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა. მისი თქმით, რუსეთის დღევანდელი პრემიერი აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას 2012 წლის 11 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში.

,,პუტინმა საპრეზიდენტო არჩვენებში მონაწილეობის გადაწყვეტილება დიდი ხანია მიიღო, თუმცა, ჯერჯერობით, ამას არ ახმოვანებს. იგი შეწუხებულია იმ ფაქტით, რომ მისმა პროტეჟე დიმიტრი მედვედევმა, რომელსაც უკვე ორი ათეული წელია იცნობს, ვერ შეძლო ხალხის ნდობის მოპოვება. მას არ ჰყავს მომხრეები პოლიტიკურ და ბიზნეს ელიტაში. მას არ შეუძლია რეფორმების სტაბილური გატარება. პუტინს გაცილებით დიდი მხარდაჭერა აქვს რუს ხალხში, ვიდრე მედვედევს.“– განუცხადა როიტერს ანონიმურმა წყარომ.

პრეზიდენტ მედვედევის პრესსამსახურის უფროსი ,,როიტერთან“ ამბობს, რომ მისთვის უცნობია საიდან მოდის ეს ჭორები, რადგან პუტინი და მედვედევი როგორც სამუშაო საქმეებზე ხვდებიან, ასევე, მათ შორის არაოფიციალური, მეგობრული შეხვედრებიც იმართება.

რუსეთის პოლიტიკურ და ბიზნეს ელიტაში აზრი ორად იყოფა. ,,ედინაია რასიას“ დეპუტატი სტანისლავ გავარუხინი ამბობს, რომ თუ ორიდან ერთი უნდა აირჩიონ, პუტინს ემხრობა.

რუსეთის სათათბიროს დეპუტატი ბორის ნემცოვი ფიქრობს, რომ პუტინის კრემლში დაბრუნება ქვეყნისთვის ყველაზე ცუდი სცენარია.

,,ეს არის ნგრევის, კორუფციის, უამრავი ადამიანის გაღატაკების და მისი გარემოცვის გამდიდრების გზა. ქვეყნის პატრიოტები უნდა გავერთიანდეთ, რომ ეს არ დავუშვათ. რაც შეეხება მედვედევს, მას დამოუკიდებელ პოლიტიკოსად ვერ ჩავთვლით, რადგან არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს. პუტინის გაპრეზიდენტების სურვილი სამწუხარო ახალი ამბავია. ეს დიდი საფრთხეა,“ - აღნიშნა ნემცოვმა.

ინვესტორები ორ პოლიტიკურ ლიდერს შორის განსხვავებას ვერ ხედავენ, თუმცა, ბევრი ამბობს, რომ მედვედევის გამარჯვებისას, უფრო მეტი შანსია რეფორმები ჩატარდეს, ვიდრეს პუტინის პრეზიდენტად დაბრუნების დროს.

ჩინოვნიკების ნაწილი და უცხოელი დიპლომატები მიიჩნევენ, რომ პუტინს ეკუთვნის ბოლო სიტყვა, თუ როგორ წარიმართება და დასრულდება 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნები. მათი თქმით, პუტინი რუსეთში ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია და თუ ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას მიიღებს, არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100