სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ირაკლი კობახიძე – სარჩელის შეცვლა შეიცვას კანონიდან მძიმე გადაცდომის ნიშნებს

,,ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეპროცესებზე და იმ მოსამართლეებზე საუბრობს, რომლებიც მისი თქმით, პოლიტიკურ კონვინქტურასექვემდებარებიან. ირაკლი კობახიძის თქმით, რუსთავი 2-ისა და ე.წ. კაბელების საქმეზე სარჩელის შინაარსის არსებითი შეცვლადანაშაულის ნიშნებს ატარებს და აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული შესაბამისი უწყებების მიერ. ,,შეიცვალა სარჩელი, რომელიც უკავშირდება რუსთავი 2-ის საქმესა და კაბელების საქმეს და ამ სარჩელისშეცვლა შეიცვას კანონიდან მძიმე გადაცდომის ნიშნებს. კანონით პირადაპირ არის აკრძალული სარჩელისშინაარსის არსებითი შეცვლა. ამ შემთხვევაში პირდაპირ დაირღვა კანონი და სწორედ არსებითაც შეიცვალასარჩელის შინაარსი და მიეწოდათ მოსამართლეებს. ამასთან დაკავშირებით აუცილებელია კონკრეტულისამართლებრივი პოზიციის ჩამოყალიბება. ამ გადაცდომას მოჰყვა სხვა, კიდევ ერთი მძიმე გადაცდომა”, –განაცხადა ირაკლი კობახიძემ ,,პრაიმტაიმნიუსის” პრესკლუბში. ირაკლი კობახიძე სარჩელების შეცვლის თაობაზე დასკვის მომზადებისთვის ჩანიშნული სხდომის გადადებას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებს. პარტიისაღმასრულებელი მდივნის თქმით, ,,ნაციონალური მოძრაობა” შეეცდება განახორციელოს გარკვეული ტიპისზეწოლა მოსამართლეებზე. ,,23 აგვისტოს კონკრეტულ ჯგუფს დაევალა დასკვნის მომზადება სარჩელის შეცვლის შესახებ. ეს დასკვნამომზადდა, მომზადდა ალტერნატიული დასკვნა. 23-ში ჩაინიშნა პლენუმის საორგანიზაციო სხდომა, სადაცუნდა განხილულიყო სწორედ ეს დასკვნები. 9-ვე მოსამართლე იყო დაბარებული, 9-ვე შეიკრიბა ბათუმში დაგაურკვეველი მიზეზით, ეს მიზეზი არ აუხსნია არავის სხდომა გადაიდო. არანაირი საფუძველი სხდომისგადადების არ არსებობდა და ასეთ პირობებში სასამართლოს თავმჯდომარემ, რომელიც სხვა მოსამართლეებთანერთად დაქვემდებარებულია პოლიტიკურ კონვიქტურას, გადადო სხდომა. ჩნდება კონკრეტული ეჭვი, რომ პაპუაშვილი დარწმუნდა, რომ მას არ ჰქონდა უმრავლესობა სასამართლოში,რაც არ აძლევდა საშუალებას მას პლენუმის მიერ მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება დაფიქსირებულიყო დასწორედ ამის გამო მოხდა სხდომის ჩაშლა, გაურკვეველი, გაუცხადებელი მიზეზით. ჩნდება ეჭვი იმისა, რომ,,ნაციონალურმა მოძრაობამ”, რომელსაც აქვს გავლენა კონკრეტულ მოსამართლეებზე, მისი გავლენის ქვეშმყოფი მედიასაშულებებით, განახორციელოს გარკვეული ტიპის ზეწოლა მოსამართლეებზე და შეძლოს რაიმეფორმის მათთან სასურველი დასკვნის მხარდაჭერა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. (რ)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100