უსიტყვოდ მოთხრობილი მავთულხლართების ისტორია
მავთულხლართებიდან 300 მეტრში, სოფელი
დიციდან გამოვლილი ტკივილიანი გზა,
-20% და ღვინო,
რომელიც საქართველოს ისტორიის უახლოეს ფურცლებზე გიამბობთ.
ალბათ, თქვენც ჩემსავით, ხშირად „შეხვედრილხართ“ ფრაზებს, რომლის მნიშვნელობაზე პასუხიც, ოდნავ მოგვიანებით, დროს
გაუცია. ბავშვობის ჩვევას ვერ გადავჩვეულვარ.
საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას დღემდე დიდი მონდომებით ვკითხულობ „შემხვედრ“ წარწერებს : „სალონი ვაკე“,
„თონე“, „ვიბარებ ბოთლებს“, „უნაიტედ კოლორს ოფ ბენეტონი“, „ფორ სიზონი“, „there is truth In wine“. მერე?!
მერე კიდევ ბევრი წარწერა „შემხვდა“, არც ერთი აღარ მახსოვს. მას აქეთ, ვფიქრობ, რისი თქმა სურდა ავტორს…
რამდენიმე წლის შემდეგ, დრომ ჩემს კითხვაზე
ნიკა მარკოზაშვილთან შეხვედრითა და მისი ისტორიის მოსმენით მიპასუხა.
ნიკა
მარკოზაშვილი ის ახალგაზრდაა, რომელმაც მცირერიცხვოვანი ერის ტკივილი ღვინის სამშობლოდან
ღვინითვე მოგვითხრო.
ღვინოს
სახელად „-20%“ ჰქვია.
ღვინის
ჩამოსხმა, აღნიშნული თემატიკით, საოკუპაციო ზოლთან ომის შედეგად შექმნილმა მძიმე სოციალურმა ფონმა
და რუსული ოკუპაციის შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდებამ გადააწყვეტინა:
„სოფელ დიცში მცხოვრები ადამიანები ყოველ საღამოს
იმის შიშით იძინებენ, რომ მომდევნო დღეს შესაძლოა გამყოფ ხაზს აქეთ აღარ დაუღამდეთ“.
თუმცა, წლების განმავლობაში სურვილი მხოლოდ სურვილად რჩებოდა. ღვინის ჩამოსხმა და იდეის განხორციელება ომიდან
10 წლის შემდეგ,
2018 წელს მოხდა. პროცესი ოკუპაციის თემის უცხოეთში გაჟღერების შესაძლებლობამ დააჩქარა.
პირველი
ასი ბოთლი ნიკამ ოჯახისა და მეგობრების დახმარებით,
მისივე სახსრებით ჩამოასხა. „ღვინომ დიციდან“
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა „მოიარა“ და საზოგადოების ყურადღება მიიქცია.
ბოთლის
ეტიკეტმა დროთა განმავლობაში ცვლილება განიცადა და დღეს ის საზოგადოებას ახალი სახით მოევლინა.
„საოკუპაციო ზოლთან სოციალური ფონი მძიმეა“,-
გვიამბობს ნიკა. სწორედ ამიტომ, ღვინოზე მოთხოვნის გაზრდის შემთხვევაში, ყურძნის შეძენას გამყოფ ხაზთან მცხოვრები ადამიანებისგან
ფიქრობს.
„ღვინო დიციდან -20%“ მოგზაურობას
აგრძელებს. მოივლის მსოფლიოს თითოეულ კუთხეს და ღვინით მოჰყვება ისტორიას იმის შესახებ, რომ საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული.
კომენტარი