სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მელორ ვაჩნაძე ცოლს დაშორდა

ქალაქში ჭორი გავრცელდა ახალგაზრდა ქართველი პოლიტიკოსი, მელორ ვაჩნაძე ფოტომოდელ ცოლს, ნინო გოგოტიშვილს დაშორდაო.

ინფორმაციის გადასამოწმებლად დრონი.ჯი თავად ვაჩნაძეს დაუკავშირდა, რომელმაც ცოლთან დაშორება დაადასტურა, მაგრამ ვრცელი კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

ცნობისთვის მელორ ვაჩნაძე ნინო გოგოტიშვილზე 3 წლის წინ დაქორწინდა, მელორისთვის ეს მეორე ქორწინება იყო, თუმცა ორივე ქორწინება არაოფიციალური გახლდათ. აღსანიშნავია ისიც, რომ ვაჩნაძეს ორივე ქორწინებიდან თითო ქალიშვილი ჰყავს, 1 წლის კატო და 11 წლის ქეთევანი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100