როგორ უნდა გაშიფრო ადამიანის ხასიათი facebook სტატუსების მიხედვით?
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსების მიხედვით ადამიანის ხასიათის გაშიფვრაა შესაძლებელი. გთავაზობთ სპეციალისტების მიერ კვლევის შედეგად გამოტანილ დასკვნებს, რომლებიც ვირტუალური მეგობრების ამოცნობაში დაგეხმარებათ.
ადამიანები, რომლებიც სოციალურ ქსელში წერენ საკუთარ სპორტულ მიღწევებზე, დიეტის შედეგებზე და ა.შ. არიან საკუთარ თავზე შეყვარებული ნარცისები.
პოლიტიკური მოსაზრებებისა და ინტელექტუალური თემების შესახებ პოსტავენ ღია და შემოქმედებითი ადამიანები.
რომანტიულ ურთიერთობასა და ბავშვებზე სტატუსებს წერენ პატიოსანი და გულახდილი ადამიანები, თუმცა თუ ადამიანი ძალიან ბევრს პოსტავს თავისი პარტნიორის შესახებ ეს ნიშნავს, რომ მას თვითშეფასების დაბალი კოეფიციენტი აქვს.
კომენტარი