სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"შვილი ადგილზე გარდაიცვალა, მამა კი მძიმე მდგომარეობაშია" - საშინელი ავარია ლაგოდეხში

ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა ლაგოდეხში მომხდარ ავარიას. თვითმხილველთა თქმით, მოტოციკლი, რომლითაც მამა-შვილი გადაადგილდებოდნენ, „ფორდ ტრანზისტის“ მარკის სამგზავრო ავტომანქანას შეეჯახა.

ავარიის შედეგად, შვილი ადგილზე გარდაიცვალა, მამა კი, სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით ლაგოდეხის საავადმყოფოში გადაიყვანა.
მედიკოსის თქმით, დაშავებულს სასწრაფო ოპერაცია წუხელვე ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმეა.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100