სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ყველგან შევუქმნით დისკომფორტს - ანტისაოკუპაციო მოძრაობა "რედისონთან" მივიდა და გავრილოვისგან ბოდიშს ითხოვს

სრული ოკუპაციისთვის დარჩენილია რუსეთის დროშის აღმართვა და რუსეთის ჰიმნის გაჟღერება - ანტისაოკუპაციო ორგანიზაცია „ძალა ერთობაშიას“ წევრები სასტუმრო „რედისონთან“ მივიდნენ.

როგორც ცნობილია, სასტუმროში სერგეი გავრილოვი რუს დეპუტატებთან ერთად იმყოფება.

დავით ქაცარავა ამბობს, რომ ისინი გავრილოვისგან და ასამბლეის ორგანიზატორი ქართველი დეპუტატებისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. მათი თქმით, მოითხოვენ თუ არა ხელისუფლების წარმომადგენლების პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენებას, მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება.

„ჩვენ ვეძებთ გავრილოვს, ვეძებთ კომუნიკაციას საორგანიზაციო ჯგუფთან, რომელმაც ჩამოიყვანა გავრილოვი, ამ ჯგუფს ვეძებთ, რომელიც ბოდიშს მოუხდის საზოგადოებას. არავითარი დასრულება. სადაც კი გაიმართება ეს ასამბლეა, ყველგან შევუქმნით დისკომფორტს,“ - აცხადებს ქაცარავა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100