სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ახალი რუსული კანონით ვლადიმირ პუტინს კასტრაცია ელის...

7 თებერვლით დათარიღებულ სიახლეებში, „რია ნოვოსტი“ იტყობინება, რომ რუსეთის სახელმწიფო „დუმამ“ მესამე წაკითხვით მიიღო კანონი, რომელიც ამკაცრებს სასჯელს პედოფილიისათვის. ეს კანონი გულისხმობს პედოფილების იძულებით ქიმიურ კასტრაციას, 14 წლის ასაკამდე ბავშვებზე ჩადენილი დანაშაულისათვის.

კანონი ითვალისწინებს სამუდამო სასჯელს პედოფილი–რეციდივისტებისთვის და 12 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებზე ძალადობისათვის. იგი დასამტკიცებლად თითქმის ერთი წლის წინ შეიტანა „დუმაში“ პრეზიდენტმა მედვედევმა.

საინტერესოა, ვის წინააღმდეგ გადაიდგა მარიონეტი პრეზიდენტის მიერ ეს ნაბიჯი? რაიმე ფარული ნაღმი ხომ არ იყო მასში ჩადებული?

თუ გავითვალისწინებთ უშიშროების ყოფილი თანამშრომლის, ტრაგიკულად დაღუპული ალექსანდრე ლიტვინენკოს ჩვენებათა რეტროსპექტულ მონაცემებს (05.07.06), თუ ამ სასჯელის მოხდას ეყოლება კონკრეტული ადრესატი, ეს ადამიანი, პირველ ყოვლისა, პუტინი უნდა იყოს!

ერთ-ერთ რუსულ საიტზე გამოქვეყნებულია მისი მასალები, სადაც პუტინის მრავალი ფოტოა ბავშვებთან ერთად გადაღებული და მათ შორის ერთი, ბიჭუნა ნიკიტასთან ერთად – პრეზიდენტი პუტინი შინაურულად გამოცნაურებია ტურისტებს, რომლებიც კრემლს ათვალიერებდნენ. გაჩერდა და გაესაუბრა მათ. დამთვალიერებლებს შორის იყო 4–5 წლის ბიჭუნა, რომელმაც შეკითხვაზე პუტინს უპასუხა, რომ მას ჰქვია ნიკიტა; პუტინმა მაისური აუწია პატარას და მუცელზე აკოცა.

მსოფლიო გააოგნა ამ საქციელმა – ყველასათვის გასაკვირი იყო უცნობი ბავშვის მიმართ ასეთი აშკარა პედოფილური საქციელი.

ალექსანდრე ლიტვინენკო ადასტურებს, რომ პუტინის ადრეული წარსულიდან მოძიებული ჰქონდა ფაქტები პუტინის პედოფილიით დაავადების შესახებ; იგი, ორგანოების თანამშრომელთა მონაცემებით, გამოჭერილი იყო ბიჭუნებთან სექსუალურ ურთიერთობაში.

თვით პუტინი ასეთ კომენტარს უკეთებდა მუცელზე კოცნას:

„ბიჭუნა მომეჩვენა მე ისეთი უმანკო, ნაზი, დაუცველი, რომ გადავწყვიტე ჩამებღუჯა იგი.“ პუტინს ანგარიში არ გაუწევია იმ გარემოებისათვის, რომ ეს ფრაზა სიტყვა–სიტყვით იმეორებს ოთხმოციან წლებში დაპატიმრებული მანიაკის, სლივკოს სიტყვებს, რომელიც მხილებული იყო თერთმეტი ბიჭუნას და მოხუცი დედაბრების წამებაში.

ახლა კი შეიძლება აეხადოს ფარდა პუტინის დაუოკებელ მადას მისთვის საძულველ კავკასიაში პატარა ბიჭუნების ისეთ ასაკში განადგურებაში, რომ მათ დიდობა არ ღირსებოდათ!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100