"ვიშვილებ 5 ბავშვს... სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მათ ამერიკაში წავიყვან და მივცემ განათლებას" - რა ვიდეომიმართვას ავრცელებს ნინი შერმადინი?
ამერიკაში მოღვაწე ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ 5 ბავშვს იშვილებს, რომელსაც საცხოვრებლით უზრუნველყოფს. ის მიმართავს უკრაინის საელჩოს და საკონსულოს, რომ დაეხმარონ პროცედურული საკითხების მოგვარებაში, რომ ომში, მშობლების გარეშე დარჩენილი ბავშვების შვილად აყვანა შეძლოს. "მინდა გავავრცელო მიმართვა, ვიცით ყველამ რა ვითარებაა სრულიად მსოფლიოში და განსაკუთრებით უკრაინაში. იღუპებიან ადამიანები და ბავშვები რჩებიან მშობლების გარეშე, ტრავმირებულები. ჩემს "ფეისბუქზე" გავავრცელე უკვე მიმართვა, რომ ვიშვილებდი 5 ბავშვს. არ აქვს ეროვნებას მნიშვნელობა, არც უნარებს - ეს იქნება შეზღუდული უნარების მქონე თუ ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვები. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მათ ამერიკაში წავიყვან და მივცემ განათლებას, გავზრდი. 5 ბავშვს იმიტომ ვამბობ, რომ ჩემი ფინანსური შესაძლებლობიდან ამდენს შემიძლია გავუწიო დახმარება. რამდენიმე საათის წინ ვნახე ბავშვის ვიდეო, რომელიც ბალახს ჭამდა. ეს ჩემთვის ძალიან მძიმეა. გთხოვთ რომ მივაწვდინო ხმა უკრაინის საელჩოს და საკონსულოს. ვიცი, რომ ბავშვის აყვანა ძალიან რთულია. თუ არ მომაშვილებენ, ცოტა ხანს მეყოლება რომ გავარიდო ომს და უბედურებას და შემდეგ ჩემი ხელით ჩავუყვან მშობლებს. გთხოვთ იქნებ ვინმე დამიკავშირდეს, ვისაც შეუძლია ამ ყველაფრის მოგვარებაში დამეხმაროს. ჩავალ პოლონეთში, რომ ბავშვები წამოვიყვანო" - ამბობს შერმადინი.
კომენტარი