სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მაია ორჯონიკიძე, შვილის დაკავებას, საკუთარ ოპოზიციურ შეხედულებებს უკავშირებს

სამართალდამცველებმა მწერალ იზა ორჯონიკიძის შვილიშვილი ცოტნე მამულაშვილი დააკავეს. ის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

დაკავებულის დედა მაია ორჯონიკიძე მომხდარს საკუთარ ოპოზიციურ შეხედულებებს უკავშირებს და პოლიციას შვილისთვის ყალბი ბრალდების წაყენებაში ადანაშაულებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარზე ოფიციალურ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ავრცელებს. დაკავებულის ოჯახის ინფორმაციით, ცოტნე მამულაშვილი, სავარაუდოდ, ძარცვის ან ყაჩაღობის ბრალდებით არის დაპატიმრებული.

მაია ორჯონიკიძის თქმით, მისი შვილის გვარს, როგორც დანაშაულის თანამონაწილეს, ერთ-ერთი დაკავებული ასახელებს.

მამულაშვილთან შეხვედრის საშუალება ჯერ არ მისცემია ადვოკატს. ცოტნე მამულაშვილი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის სფეროში ექსპერტია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100