სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"როდესაც საქართველო კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, კანდიდატის სტატუსი ავტომატურად მიენიჭება" - ჟოზეფ ბორელის გზავნილი ქართველებს

"ქარ­თვე­ლებს ახლა აქვთ მკა­ფიო გზა, შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი საქ­მე­ე­ბი, გან­რი­გი, გა­აგ­რძე­ლეთ ამა­ზე მუ­შა­ო­ბა", - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლეს­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, ჯო­ზეფ ბო­რელ­მა გა­ნა­ცხა­და, რო­დე­საც უპა­სუ­ხა შე­კი­თხვას, რა არის მისი გზავ­ნი­ლი ქარ­თვე­ლე­ბის მი­მართ. "ახლა მათ აქვთ მკა­ფიო გზა, ახლა მათ აქვთ შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი საქ­მე­ე­ბი, აქვთ გან­რი­გი, ასე რომ ეს არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წინ­გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი. ასე რომ, გა­აგ­რძე­ლეთ ამა­ზე მუ­შა­ო­ბა, თქვენ კარგ გზა­ზე დგა­ხართ“, – გა­ნა­ცხა­და ბო­რელ­მა. კი­თხვა­ზე, მი­ი­ღებს თუ არა სა­ქარ­თვე­ლო კან­დი­და­ტის სტა­ტუსს, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა კრი­ტე­რი­უ­მებს და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს, ჯო­ზეფ ბო­რელ­მა უპა­სუ­ხა, რომ “ნამ­დვი­ლად ასე იქ­ნე­ბა“. "ნამ­დვი­ლად. რო­დე­საც ეს კრი­ტე­რი­უ­მე­ბი დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბა, კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა ავ­ტო­მა­ტუ­რად მოხ­დე­ბა“, – აღ­ნიშ­ნა ჯო­ზეფ ბო­რელ­მა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100