სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მუსულმანური, სომხური ეკლესია, კათოლიკური და იუდაიზმი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება

მთავრობა ოთხ რელიგიური მიმდინარეობს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსებს -ამის შესახებ განცხადება დღევანდელ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოში რელიგიურ ნიადაგზე ხდება დაპირისპირება.

„მე მინდა ვთქვა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება და ჩვენი ხელისუფლება ამის დასამტკიცებლად ბიუჯეტიდან გამოყოფს თანხას იმ რელიგიური მიმდინარეობებისთვის, რომლებიც საბჭოთა კავშირის პერიოდში იდევნებოდა. დაფინანსება იქნება სწორედ ისეთივე როგორიც არის მართლმადიდებურ ეკლესიასთან მიართებაში. ეს რელიგიებია: მუსულმანური, სომხური ეკლესია, კათოლიკური და იუდაიზმი . ეს არის უპრეზცედენტო შემთხვევა არა მარტო საქართველოში არამედ ევროპულ ქვეყნებში“,-განაცხადა პრემიერმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100