სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ეფ ეს ბეს" აგენტობაში მხილებული ოთარ ფარცხალაძე თბილისშია

ოთარ ფარცხალაძე თბილისშია - გამოცემა "სოვას" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკის მიერ რუსული "ეფ ეს ბეს" აგენტად გამოცხადებული ყოფილი გენერალური პროკურორი ორ თანმხლებ პირთან ერთად საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან მდებარე ერთ-ერთ კაფეში დააფიქსირეს.

"პირველების" ინფორმაციით, ოფიციალური ვაშინგტონის მიერ სანქცირებული ფარცხალაძე ორბელიანების სასახლის ირგვლივ არსებულ რეტრო კაფეში შენიშნეს.

ამ დროისთვის ოთარ ფარცხალაძის საცხოვრებელი სახლის გარე პერიმეტრი დაცვის თანამშრომლებით არის გადაჭედილი, რაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ფარცხალაძე საკუთარ რეზიდენციაში იმყოფება.

ამასთან, "პირველები" ექს პროკურორის უახლოესი გარემოცვის წევრს, მერაბ ჭიკაშვილს ესაუბრა, რომელსაც სატელეფონო საუბრის დროს არ უარყვია, რომ ფარცხალაძე საქართველოა.

მოდი დავიწყოთ იქიდან, თქვენ რატომ უნდა გითხრათ, მე ვის შევხვდი და ვის არა, და მეორეც, ახლა არ არის ის დრო, რომ ამ კითხვაზე გიპასუხოთ. დღეს ფერიცვალობაა და მორწმუნე კაცი აღვნიშნავ ტაძარში და არ მცალია, თან თქვენი საქმეც არ არის", - ამბობს მერაბ ჭიქაშვილი.

ახლა საინტერესოა, რა ახალი დავალებით დაბრუნდა საქართველოს პასპორტის არ მქონე ფარცხალაძე მოსკოვიდან სამშობლოში და უკავშირდება თუ არა ვაშინგტონის მიერ სანქცირებული ფარცხალაძის საქართველოში ჩამოსვლა 2024 წლის გადამწყვეტ არჩევნებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100