დედამ ბავშვები მე-15 სართულიდან გადმოყარა
მოსკოვის მახლობლად მცხოვრებმა გალინა რიაბკოვამ საკუთარი შვილები მე-15 სართულის აივნიდან გადმოყარა. მან თავისი ქმედება იმით ახსნა, რომ ბავშვებმა თავი მოაბეზრეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის საგამოძიებო კომისიის წარმომადგენელმა აცნობა.
ორივე ბავშვი - 4 და 7 წლის ბიჭები - ადგილზევე გარდაიცვალა. შემთხვევის შესახებ სამართლადამცავებს ადგილობრივმა მაცხოვრებელმა შეატყობინა.
პოლიციამ ეჭვმიტანილი დედა სახლიდან გასვლისას დააკავა. იგი არაადეკვატურად, თუმცა მშვიდად იქცეოდა. დაკავებულის თქმით, „მისი შვილები ანგელოზები არიან და ახლა ზეცაში იქნებიან“.
შემთხვევის დროს ბავშვების მამა სახლში არ იმყოფებოდა. სპეციალისტთა გაცხადებით, გარდაცვლილებს ცემის კვალი არ აღენიშნებათ.
კომენტარი