სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ბატონი ფადი ასლის ამ განცხადებაში ვფიქრობ, რომ პოლიტიკური შეფერილობა უფრო მეტია ვიდრე საქმიანი“- ვახო ჭუმბურიძე

„ბატონი ფადის ამ განცხადებაში ვფიქრობ, რომ პოლიტიკური შეფერილობა უფრო მეტია ვიდრე საქმიანი. ბევრი ქვეყნის მაგალითებზე და გამოცდილებაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ და ვთქვათ, რომ ქვეყანაში საინვესტიციოდ ან მხოლოდ ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად უცხო ქვეყნის მოქალაქემ უნდა გადაიხადოს გარკვეული საფასური", - ასე აფასებს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ვახო ჭუმბურიძე საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელის კრიტიკულ განცხადებას ბინადრობის კანონპროექტის შესახებ.


ფადი ასლიმ კანონპროექტს სულელური უწოდა და გაანცხადა,რომ ცვლილებები რომელიც ამკაცრებს საქართველოში ბინადრობის უფლებას, ინვესტორებს დააფრთხობს. ექსპერტები კი პირიქით ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად უძრავი ქონების ღირებულების 100 ათას აშშ დოლარამდე გაზრდას მიესალმებიან. „რომ გადავხედოთ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებებს თუნდაც თბილისის მასშტაბით , 30 000 აშშ დოლარის უძრავი ქონების ღირებულება ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად ვფიქრობ ცოტაა და 100 000 აშშ დოლარამდე გაზრდა უფრო რეალისტურია. მოცემულ კონკრეტულ საკითხში მთავრობის გადაწყვეტილებას აბსოლიტურად ვეთანხმები, რადგან ეს მოგვცემს საშუალებას მოვაწესრიგოთ ბინადრობის საკითხი და უფრო ღირებული და მიმზიდველი გავხადოთ საინვესტიციო კლიმატი და გარემო.“ - აცხადებს ვახო ჭუმბურიძე.

ექსპერტი ფადი ასლის მეორე განცხადებასაც გამოეხმაურა,რომელიც კერძო არბიტრაჟის შექმნის საკითხს შეეხება და სასამართლო სისტემაში არსებული კორუფციის გამო არბიტრაჟის გამართულ მუშაობას ეჭვქვეშ აყენებს. ექსპერტის აზრით , „საქართველოს სასამართლო სისტემა ეფექტიანობით ევროპის ტოპ 20-შია და აღმოსავლეთ ევროპაში პირველ ადგილზეა. კერძო არბიტრაჟი მიღებული პრაქტიკაა მთელ რიგ განვითარებულ ქვეყნებში. ამჟამინდელი და პოტენციური ინვესტორებისთვის არის და იქნება დამატებითი მოტივაცია, რომ განახორციელონ მსხვილი ინვესტიციები. რა თქმა უნდა ბიზნესისთვის და მანდ წამოჭრილი შესაძლო დავებისთვის რისკი იმის რომ მიკერძოებულად წარიმართოს სასამართლო დავა მცირდება. „-აცხადებს ჭუმბურიძე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100