სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ გადავლახოთ ამინდის მკვეთრი და უეცარი ცვლილებები და როგორი ამინდი გველოდება უახლოეს დღეებში

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზთან მიმართებაში, როგორ გადავლახოთ ამინდის მკვეთრი და უეცარი ცვლილებები, როგორი ამინდი გველოდება უახლოეს დღეებში მზესთან ჩახუტება აჯობებს თუ ერთმანეთთან? - აი, რას გვირჩევს მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე.


კობა ფარტენაძე: ზოგადად გაზაფხულის არამდგრადი ამინდი- ტემპერატურისა და ატმოსფერული წნევის მკვეთრი ცვლილება, ქარის მიმართულების სწრაფი ცვლა, დღეღამური სითბოსა და სიცივის განსხვავებები, მზის რადიაციული გამოსხივების მნიშვნელოვანი მომატება - საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.

უხლოესი დღეების მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი, მსგავსი რისკ- ფაქტორებით ხასიათდება - დასავლეთ საქართველოში გასული დღეებში დაფიქსირებულ ამინდთან მიმართებაში დღეისათვის ტემპერატურამ 10-15 გრადუსით მოიმატა და +25 გრადუსი აღინიშნა. ანალოგიური სიტუაციაა დედაქალაქსა და აღმოსავლეთ საქართველოში.

ტემპერატურის მაქსიმუმი საქართველოში 20 მარტს დაფიქსირდება და +27, +29 გრადუსს მიაღწევს დასავლეთში, აღმოსავლეთში კი +23, +25 გრადუსი იქნება.

21 მარტს კი მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მნიშვნელოვნად გაუარესდება ამინდი.

მსგავსი არასტაბილურობის ფონზე მზიან და ცხელ ამინდში- ნუ გამოვიჩენთ სითამამეს მთელი დღის მანძილზე ბუნებაში ყოფნის, ორგანიზმს სჭირდება ადაპტაცია. მოერიდეთ დიდი ხნის მანძილზე აყვავილებული ხე-მცენარეების ქვეშ ყოფნას, ორგანიზმი ჯერ კიდევ არ არის მზად ალერგიულ ფონს მთელი სითამამით გაებრძოლოს და რაც მთავარია ჩაიცვით ერთნაირი სიმსუბუქით, როგორც დარში ასევე წვიმიან ამინდში, ეს ყველაფერი შეამცირებს გაციების ალბათობას.

ნუ შეგაშინებთ გაზაფხულის ფერადოვანი სამყარო, ნურც ცვალებადი ამინდი ეს ყველაფერი მშვენიერი სამყაროს კანონზომიერი ნაწილია, მთავარია სამყაროსავით მშვენიერები გავხდეთ ჩვენც და ყველაფერი დიდებულად იქნება.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100