სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა მაჩვენებლები გააუმჯობესა კომპანია HUAWEI-მ წლების განმავლობაში

ბოლო 2 წლის განმავლობაში, კომპანია HUAWEI-მ მნიშვნელოვნად გააძლიერა სმარტფონების სეგმენტი, რამაც დიდი წარმატება მოუტანა და ბრენდის მიერ წარმოებულმა მოდელებმა არაერთხელ დაიმსახურეს წლის საუკეთესო სმარტფონის წოდება.

წლების წინ დაწყებული ტენდენცია 2019 წელსაც გაგრძელდა და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული, კიდევ უფრო გაუმჯობესებული მოდელების წარმოება კომპანიის მიზანი გახდა. მაგალითისთვის, P30 Pro არის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი სმარტფონი, ყველასათვის მიმზიდველი მახასიათებლებით - 50x ციფრული ზუმი, 7 ნანომეტრიანი პროცესორი Kirin 980, უფრო დიდი 4200 mAh-იანი ელემენტი, 40W-იანი დამუხტვის ტექნოლოგია და 15W-იანი უსადენო დამუხტვის შესაძლებლობა.

P30 Pro გარდა იმისა, რომ ინოვაციური ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, ასევე, მიჩნეულია ერთ-ერთ, საუკეთესო დიზაინის მქონე სმარტფონად, რაც მისი უნიკალური ფერის დამსახურებაა. მთლიანობაში კი, მისი დიზაინი Mate 20 Pro-ს ჰგავს, თუმცა ეკრანი უფრო გრძელი და მიმზიდველია. რაც შეეხება თავად Mate 20 Pro-ს, მისი ეკრანი არის უფრო ფართო და გაუმჯობესებულია სახის ამოცნობის სისტემა. ალბათ, ბევრი მომხმარებლისთვის ნაცნობია დისკომფორტი, რომელსაც მზეში, სმარტფონის მოხმარებისას განვიცდით, როცა ეკრანზე გვიჭირს რამის დანახვა და საჭირო ღილაკების პოვნა. ამ მხრივ Mate 20 Pro გამონაკლისია თავისი 6,47 ინჩიანი OLED ეკრანის წყალობით. ის ფერებს სრული სიზუსტით გადმოსცემს და არც მზის სხივები შეგიქმნით პრობლემას ხილვადობის მხრივ. როგორც P30 Pro, ასევე, Mate 20 Pro-ც, ინოვაციურ და ყველასაგან გამორჩეულ Kirin 980-ს იყენებს. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ HUAWEI იყო პირველი კომპანია ბაზარზე, რომელმაც თავისი სმარტფონები 7 ნანომეტრიანი პროცესორით აღჭურვა. Kirin 980-იც ისეთივე სწრაფია, როგორც Snapdragon 855.

HUAWEI-ს სმარტფონები კონკურენტებისგან პროგრამული უზრუნველყოფითაც გამოირჩევა, პროგრესი ამ მხრივაც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა და მომხმარებლებს EMUI-სთან დაკავშირებით პრობლემები სულ უფრო ნაკლებად ექმნებათ. პროგრამა თავისუფლად უზრუნველყოფს ეკრანში ჩაშენებული თითის ანაბეჭდის და სახის ამოცნობის სენსორის შეუფერხებელ მუშაობას.

HUAWEI-ს სმარტფონებზე საუბრისას, ცალკე უნდა გამოვყოთ ელემენტის გამძლეობა. ამ მხრივ ნამდვილად გამოირჩევა P30 Pro, რომელიც ბაზარზე საუკეთესოა. 4200 mAh-იანი ელემენტი მარტივად გაგიძლებთ ორი დღის განმავლობაში სრული დატვირთვით მუშაობისას. 40 W-იანი დატენვის ტექნოლოგიით P30 Pro უკონკურენტოა.

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100