სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლეონიდ ჩერნოვეცკი: „სახელმწიფომ უნდა შეიმუშავოს პროგრამა იმ მოზარდებისთვის, რომლებიც ბავშვთა სახლებს ტოვებენ!“

ლეონიდ ჩერნოვეცკი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს და მას ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისთვის უმაღლეს სასწავლებლებში განათლების მიღებაში ხელშეწყობისკენ და მათი პირველი სამუშაო ადგილით უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს: “მეგობრებო ჩემმა საქველმოქედო ფონდმა საქართველოში უკვე 3 ბავშვთა სახლი გახსნა, რომელშიც 30 ბავშვი სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან სრულ კომფორტში ცხოვრობს და მიღწეულზე გაჩერებას არ ვაპირებ!


თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რა გადაიტანეს ამ პატარებმა მანამდე, სანამ ჩვენთან მოხვდებოდნენ. უმრავლესობა მათგანმა ხორცისა და თევზის გემოც არ იცოდა, არასდროს გაუსინჯავს კანფეტი ან ნაყინი, იყვნენ ტანსაცმლის და ფეხსაცმლის გარეშე და მხოლოდ სიღატაკე ჰქონდათ ნანახი... მათ დანახვაზე გული გეტკინებოდათ!
ეს ბავშვები ჯერ სულ პატარები არიან, ყველაზე უფროსები - 13-14 წლისანი, მაგრამ მათ მომავალზე სულ უფრო ხშირად ვფიქრობ. როდესაც ისინი სრულწლოვანები გახდებიან და ბავშვთა სახლის დატოვება მოუწევთ, ყველას დასაქმებას ვერ შევძლებ, მაგრამ მსურს ფრიადოსნებს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა დავუფინანსო და სტიპენდიაც დავუნიშნო, რათა საკუთარი მომავლის აშენება შეძლონ!


მაგრამ რა ელით იმ ბავშვებს, რომლებიც სხვა ბავშთა სახლებში ცხოვრობენ?! მათ, ფაქტობრივად, საკუთარი თავის რეალიზების არანაირი შესაძლებლობა არ ექნებათ, რადგან ქვეყნის ხელისუფლება ამ პატარების მომავალზე ნაკლებად ფიქრობს. ამიტომ, მოვუწოდებ მთავრობასა და პარლამენტის დეპუტატებს - დაუყოვნებლივ დაიწყონ ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის გადაჭრაზე ზრუნვა და შეიმუშავონ სახელმწიფო პროგრამა იმ მოზარდებისთვის, რომლებიც ბავშვთა სახლებს ტოვებენ!


აუცილებლად მიმაჩნია მათი ხელშეწყობა, რათა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ისწავლონ და ასევე, მათი უზრუნველყოფა პირველი სამუშაო ადგილით! დარწმუნებული ვარ, რომ თუ ისინი სახელმწიფოსგან მათი ცხოვრების საწყის ეტაპზე ასეთ მხარდაჭერას მიიღებენ, მომავალში სამშობლოსთვის ძალიან ბევრ კარგ საქმეს გააკეთებენ!” - წერს ჩერნოვეცკი „ფეისბუქ“ გვერდზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100