სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აფბა მედიკამენტებზე ფასის შემცირებას ქართულ ბაზარზე ახალი მოთამაშის შემოსვლას უკავშირებს

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენტა ასოციაცია მედიკამენტებზე ფასის შემცირებას ქართულ ბაზარზე ახალი მოთამაშის- ჰუმანითი ჯორჯიას შემოსვლას უკავშირებს. აფბას პრეზიდენტის, შოთა გულბანის განმარტებით, „ჰუმანითი ჯორჯიას“, საკმაოდ მიმზიდველი და აქტიური საფასო პოლიტიკა აქვს. „როდესაც ბაზარზე გამოჩნდა ასეთი ძლიერი შესაძლებლობის მქონე კომპანია, რომელიც მომხმარებელბს შესთავაზებს საკმაოდ მისაღებ ფასად მედიკამენტებს, მოლოდინია, რომ ფასები დაიწევს. შედეგად, უკვე მოქმედი კომპანიები, რომლებიც უსამართლო და გაბერილი ფასებით ოპერირებენ, ამას გაითვალისწინებენ მომხმარებლის შენარჩუნების მიზნით, საპასუხო პოლიტიკას შეიმუშავებენ. ეს ჩვეულებრივი კონკურენციული პროცესია. ახალი კომპანია შეეცდება მომხმარებლების გადაბირებას, არსებულები კი ასეთ დროს ცდილობენ, შეინარჩუნონ თავიანთი მომხმარებელი“-, აცხადებს შოთა გულბანი. მისი განმარტებით, სწორედ ახალი მოთამაშის შემოსვლის შემდეგ გააცნობიერეს მსხვილმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა, რომ გახსნილი კონკურენციის პირობებში მედიკამენტების გაიაფების გარდა, სხვა გზა არ რჩება. „ამიტომ, ქართულ ბაზარზე მედიკამენტების გაიაფება გარდაუვალია“-, აცხადებს გულბანი.

შეგახსენებთ, რომ „აფბამ“ ახლახანს შეიმუშავა ეკონომიკური ინდექსი – „ფანასკერტელის ინდექსი“, რომლის საშუალებითაც ხდება მედიკამენტების ფასებზე დაკვირვება. „აფბას“ ინფორმაციით, ინდექსის გაანგარიშება მიმდინარეობდა 2015 წლის ნოემბერ-დეკემბრის და 2016 წლის იანვრის მდგომარეობით მედიკამენტებზე დაფიქსირებული ფასებზე დაკვირვების მეშვეობით. ფასებზე დაკვირვება განხორციელდა, როგორც ინკოგნიტოდ გამოკითხვის, ისე პირდაპირი შესყიდვების მეშვეობით. 2015 წლის ნოემბერში „ფანასკერტელის ინდექსმა“ შეადგინა 14,5, დეკემბერში 14, ხოლო 2016 წლის იანვარში 13,35 პუნქტი. „აფბა“–ში აცხადებენ, რომ „ფანასკერტელის ინდექსი“ ყოველთვიურ რეჟიმში განახლედება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100